სიახლეები
სამაგისტრო პროგრამა
გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე"საეკლესიო მუსიკისმცოდნეობა" 2019-2020 სასწავლო წლისათვის.

მაგისტრატურაში მიღება ხდება შიდა გამოცდებით, საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე.

რეგისტრაციისათვის წარმოადგინეთ შემდეგი საბუთები:
პირადი განცხადება სასწავლებლის რექტორის სახელზე;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის დედანი და მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
• სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• სულიერი მოძღვრის რეკომენდაცია სასწავლებლის რექტორის სახელზე;
• 4 ფოტოსურათი ¾;

აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწარმოებს 10 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით.
გამოცდები ჩატარდება 24 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.

მაგისტრატურაში სწავლა დაიწყება 1 ოქტომბერს.

საკონტაქტო პირები:
598 14 84 31 – ეკატერინე ყაზარაშვილი,
577 32 15 55 ხათუნა დიდებელი.

მისამართი: ზურაბ ანჯაფარიძის 21
FaceBook Twitter Google