სიახლეები
წმინდა გიორგი მთაწმინდელისადმი მიძღვნილი სტუდენტური სემინარი
2019 წლის 12 ივნისს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო მუსიკის უმაღლეს სასწავლებელში გაიმართა წმინდა გიორგი მთაწმინდელისადმი მიძღვნილი სტუდენტური სემინარი.

სტუდენტების მიერ წარმოდგენილი თემატიკა მოიცავდა ღვთისმეტყველების სხვადასხვა საკითხებს.

სემინარის მოდერატორი იყო ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ბატონი გიორგი ნატროშვილი.

დამსწრე აუდიტორიის მიერ დაისვა თემატური შეკითხვები, გამოითქვა კრიტიკული მოსაზრებებიც.

საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის დეკანმა ბატონმა თამაზ გაბისონიამ სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადასცა სიგელები.

ფოტო: გიორგი ხვიჩია
FaceBook Twitter Google