სიახლეები
ქართული ხალხური საფერხულო სიმღერის ვორკშოპი ბავშვებისათვის
24 სექტემბერს, 15:00 საათზე გალობის უნივერსიტეტში გაიმართება ქართული ხალხური საფერხულო სიმღერის ვორკშოპი ბავშვებისათვის.

ღონისძიება მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ტარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისი 54-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ქართულ ხალხურ საფერხულო სიმღერები თავისი არქაული და სინკრეტული ბუნებით ქართული ტრადიციული მუსიკალური კულტურის უძველეს პლასტს წარმოადგენენ. მათში სიმღერისა და ცეკვის კომპონენტის ერთობლიობა და თითოეული მონაწილის ჩართულობა განსაზღვრავს ამ ჟანრისადმი განსაკუთრებულ ინტერესს.

გალობის უნივერსიტეტის გუნდის მიერ დაგეგმილი ვორკშოპი ფესტივალის მონაწილეებს საშუალებას მისცემს სიმღერითა და ცეკვით ეზიარონ უნიკალურ ქართულ მემკვიდრეობას და მიიღონ გუნდურად მღერისა და ცეკვის გამოცდილება.

დასწრება თავისუფალია
FaceBook Twitter Google