სიახლეები
გალობის უნივერსიტეტის სტუდენტი იტალიის ქალაქ ბარიში
გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, ნატალია ყველიაშვილი ქალაქ ბარიში (იტალია) გაემგზავრა, სადაც სამი თვის განმავლობაში ემიგრანტებს ქართულ სიმღერა-გალობასა და მედავითნეობას შეასწავლის.

ინიციატივა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით 2016 წლიდან ხორციელდება.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი "ქართული გალობა".

მხარდაჭერისათვის მადლობას ვუხდით ბარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარს – არქიმანდრიტ მოსეს (ჭანკვეტაძე), ხოლო გალობის უნივერსიტეტის მაგისტრანტ ნატალია ყველიაშვილს წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას ვუსურვებთ!
FaceBook Twitter Google