სიახლეები
გალობის უნივერსიტეტი ქალაქ ბარიში (იტალია)
გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, ნატალია ყველიაშვილი ქალაქ ბარიში (იტალია) ოქტომბერში გაემგზავრა, სადაც ემიგრანტებს ქართულ სიმღერა-გალობასა და მედავითნეობას ასწავლის და 19 დეკემბერს, წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს ბარიში ქართველ ემიგრანტებს ქართული სიმღერა-გალობის კონცერტი გაიმართა.

ინიციატივა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით 2016 წლიდან ხორციელდება.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი "ქართული გალობა".

მხარდაჭერისათვის მადლობას ვუხდით ბარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარს – არქიმანდრიტ მოსეს (ჭანკვეტაძე), ხოლო გალობის უნივერსიტეტის მაგისტრანტ ნატალია ყველიაშვილს წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას ვუსურვებთ!
FaceBook Twitter Google