სიახლეები
პროფ. მანანა ანდრიაძისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია
2020 წლის 12 ივნისს გიორგი მთაწმინდელის სახ. საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი გამართავს სტუდენტთა სამეცნიერო ვებინარს თემაზე "ქრისტიანული თეოლოგიისა და მუსიკოლოგიის საკითხები", რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი მუსიკისმცოდნის, პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნას.

ვებინარზე დასასწრებად გაზიარებული იქნება ბმული.

ინფორმაცია სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის:

კონფერენციის თემატიკა:

• ქრისტიანული ღვთისმეტყველება;
• საეკლესიო მუსიკოლოგია და ეთნომუსიკოლოგია;
• ქრისტიანული ხელოვნება;


• კონფერენციის ჩატარების დრო – 2020 წლის 12 ივნისი.

• კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული.

• რეგლამენტი მომხსენებელთათვის - 15 წუთი (10 წუთი პრეზენტაციისთვის; 5 წთ. დისკუსიისთვის).


კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების რეზიუმე ქართულ ენაზე (არაუმეტეს 150 სიტყვა) და შევსებული სარეგისტრაციო ანკეტა.

მოთხოვნები მოხსენების რეზიუმესადმი:

• რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
• გამოყენებული შრიფტი: ქართული ტექსტისათვის Sylfaen, ზომა – 12, სტრიქონთაშორისი ინტერვალი – 1,5;

სარეგისტრაციო ანკეტის და რეზიუმეების წარმოდგენის ბოლო ვადაა – 2020 წლის 1 ივნისი.

გთხოვთ, სარეგისტრაციო ანკეტა და რეზიუმე მოგვაწოდოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე:

საკონტაქტო პირი:

- ეკატერინე ყაზარაშვილი This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ტელ: 5 98 148431
- გიორგი ნატროშვილი This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ტელ: 5 99 237250


FaceBook Twitter Google