სიახლეები
სამეცნიერო კონფერენციას - "ქრისტიანული თეოლოგიისა და მუსიკოლოგიის საკითხები"
12 ივნისს გიორგი მთაწმინდელის სახ. საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი გამართავს სტუდენტთა სამეცნიერო ვებინარს თემაზე „ქრისტიანული თეოლოგიისა და მუსიკოლოგიის საკითხები“, რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი მუსიკისმცოდნის, პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნას.

ვებინარზე დასასწრებად დაინტერესებული პირებისთვის გაზიარებული იქნება ბმული.

დასაწყისი: 13:00 საათი

კონფერენციის პროგრამა:
1. ბენაშვილი თეონა - გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტი. მოხსენება თემაზე: სინას მთის 1902 წლის ექსპედიცია.
2. ლიპარტელიანი ლიდა - გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო პროგრამის I კურსის სტუდენტი. მოხსენება თემაზე: წარღვნა.
3. ღამბაშიძე ნია - გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის I კურსის მაგისტრანტი. მოხსენება თემაზე: ღვთისმშობლის ორი უძველესი საგალობლის („ადიდებს სული ჩემი“ და „უპატიოსნესსა“) ლიტურგიკულ-მუსიკალური ასპექტებისთვის.
4. ბენაშვილი თეონა - გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტი. მოხსენება თემაზე: ანდრია ბენაშვილი - ქართული ტრადიციული მუსიკის მოამაგე.
5. აბრამიშვილი გიორგი - გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის II კურსის მაგისტრანტი. მოხსენება თემაზე: „ხმების გაცვლა“, როგორც გამშვენების ტექნიკა ქართულ საეკლესიო გალობაში
6. ბიძინაშვილი გოჩა - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის II კურსის მაგისტრანტი. მოხსენება თემაზე: დავით ჩიჯავაძის მიერ ნოტირებული სამგალობლო კრებულები.
FaceBook Twitter Google