პროფესორ ფრენკ შერბაუმის ლექცია გალობის უნივერსიტეტში
5 ნოებერს, გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის პირველი შეკრება ჩატარდა. კლუბის სტუმარი გახლდათ პროფ. ფრენკ შერბაუმი, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე: "ლარინგოფონით შესრულებული ქართული ტრადიციული სიმღერის, ლოცვისა და გლოვის აუდიო, ვიდეოჩანაწერების ხანგრძლივი შენახვის ინტერნეტ-არქივი, განსაკუთრებული მახვილით სვანეთზე" (თემის თანაავტორები გახლავთ მკვლევრები, ნანა მჟავანაძე და ელგუჯა დადუნაშვილი).

ლექციას, სტუდენტების გარდა არაერთი ქართველი და უცხოელი მუსიკოლოგი ესწრებოდა, მათ შორის გახლდათ პიტერ გოლდი – ცნობილი ამერიკელი ანთროპოლოგი, ეთნომუსიკოლოგი და მუსიკოსი. მან პირველმა შეადგინა ხმოვანი ანთოლოგია "ქართული ხალხური მუსიკა თურქეთიდან" და იმუშავა ანთოლოგიასა და წიგნზე "ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში".
FaceBook Twitter Google