კათედრა
თამარ ჩხეიძე

საეკლესიო მუსიკოლოგიის კათედრის გამგე

ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი


დაიბადა 1969 წლის 25 მაისს ქ. თბილისში.

ტელეფონი: 599 11 41 60

ელ.ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it




განათლება
შრომითი საქმიანობა
გამოქვეყნებული პუბლიკაციები
საერთაშორისო კონფერენციები

1993 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი, ხოლო 1997 წელს — კომპოზიციისა და მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტის ასპირანტურა მუსიკის თეორიის სპეციალობით.

1997 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საღვთო ლიტურგია ღვთისმსახურების ქართულ პრაქტიკაში (მუსიკალურ-ლიტურგიკული ასპექტი)“ და მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

1997 წლიდან მუშაობს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში შემდეგ თანამდებობებზე:

1997-1999წწ. — მუსიკის თეორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი;

2000-2005წწ. — მუსიკის თეორიის კათედრის მასწავლებელი;

2001-2005წწ. — უფროსი მასწავლებელი;

2005 წელს აირჩიეს დოცენტის თანამდებობაზე;

ამავე წლიდან არის ასოცირებული პროფესორი.

2005-2013 წწ. — ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო 2013 წლიდან — სამსახურის უფროსი;

  1. მართლმადიდებელთა ლიტურგია და კათოლიკური მესა, საერთო და განმასხვავებელი ნიშნები, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 1994წ.;
  2. ქართული მართლმადიდებლური ლიტურგიის კომპოზიციური თავისებურებანი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, №3, თბილისი, 1997წ.;
  3. „დილოგის პრონციპი“ ღვთისმსახურებაში, მისი როლი, ფუნქციები ლიტურგიაში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 1997წ.;
  4. ჟამისწირვის რიტუალში მონაწილე მრევლისა და მგალობელთა ფუნქციების შესახებ, „საქართველოს საპატრიარქო“, №1, თბილისი, 1998წ.;
  5. წმინდა ძღვნისშეწირვის რიტუალის მუსიკალური მხარე აღმოსავლურ და დასავლურ საღვთისმსახურო პრაქტიკაში, „ხელოვნება“,№3, თბილისი, 1998წ.;
  6. ლიტურგიის საგალობელთა სტრუქტურული და ინტონაციური თავისებურებანი (XIX საუკუნის ბოლოს შესრულებული სანოტო ჩანაწერების მიხედვით), მუსიკის თეორიის კათედრის დაარსების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 1998წ.;
  7. გალობა და მისი როლი ქრისტიანულ საღვთისმსახურო რიტუალებში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციის მასალები, თბილისი, 1999წ.;
  8. მუსიკისა და სიტყვის ურთიერთობის პრობლემისათვის ქართულ საგალობლებში (ტროპარის IV ხმის საგალობელთა მაგალითზე), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 2000წ.;
  9. ქართული საეკლესიო საგალობელი — ქრისტიანული კულტურის თვითმყოფადი ნაწილი, „ქრისტიანობა და კულტურის ისტორიის პრობლემები“, კონფერენციის მასალები, თბილისი, 2000წ.;
  10. ქართული გალობის ისტორიიდან, „საქართველოს საპატრიარქო“, №4, თბილისი, 2001წ.;
  11. სადღესასწაულო ტროპარი და მისი კომპოზიციური თავისებურებები, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 2001წ.;
  12. მართლმადიდებლური ლიტურგიისა და კათოლიკური მესის მუსიკალური კომპოზიციის თავისებურებანი (შედარებითი ანალიზი), სასულიერო და საერო მუსიკის მრავალხმიანობის პრობლემები, ქრისტეშობის 2000 და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2001წ.;
  13. ქართული საგალობელი ზოგადქრისტიანული და ეროვნული კულტურის ჭრილში, „ქართული საეკლესიო გალობა, ერი და ტრადიცია“, სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2001წ.;
  14. XVII-XVIII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში დაცული ჭრელთა ნუსხები, „რწმენა და ცოდნა“, თბილისი, 2001-2002წწ.;
  15. ჭრელის სისტემა ქართულ სამგალობლო პრაქტიკაში (თანაავტორი მ. ანდრიაძე), ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბილისი, 2002წ.;
  16. ჭრელისა და ნევმური სისტემის ურთიერთმიმართების საკითხისათვის, ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბილისი, 2004წ.;
  17. რვა ხმის სისტემა ჭრელთა ნუსხებში, „ქრისტიანობა ჩვენს ცხოვრებაში: წარსული, აწმყო და მომავალი“, მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბილისი, 2005წ.;
  18. სამეცნიერო ჟურნალი „ლოგოსი“, თბილისი, 2007წ.;
  19. Система „Чрели“ в церковном пении, Scientific review, issue 88, vol. 2. Early music-contemporary outlook. Collection of articles. Kyiv, 2007წ.;
  20. კილო-მოდუსები ქართულ საეკლესიო საგალობლებში, ტრადიციული მრავალხმიანობის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბილისი, 2010წ.;
  21. ქართული საეკლესიო გალობა, როგორც ქრისტიანული კულტურის თვითმყოფადი ტრადიცია, „ცხოვრება ტურიზმის გზით – ქვეყნები, ისტორია, კულტურული ტურიზმი“, საერთაშორისო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2010წ.;
  22. მოდალური აზროვნების თავისებურებების გამოვლენა ქართულ საგალობლებში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 2013წ.

მუსიკის თეორიის კათედრის დაარსების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 1998წ.;

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია, თბილისი, 1999წ.;

გ. ორჯონიკიძის დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „მუსიკა კულტურის კონტექსტში“, თბილისი, 1999წ.;

ქრისტეშობის 2000 და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 2001წ.;

„ქრისტიანობა და კულტურის ისტორიის პრობლემები“, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 2001წ.;

ქართული საეკლესიო გალობა, ერი და ტრადიცია — პრობლემები“, ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 2001წ.;

საქართველოს პროფესორ-მასწავლებელთა VIII რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 2001წ.;

ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი, 2002წ.;

ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი, 2004წ.;

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო კონფერენცია „ქართული გალობის ერთი საუკუნე (1801-1921), თბილისი, 2005წ.

„ქრისტიანობა ჩვენს ცხოვრებაში: წარსული, აწმყო და მომავალი“, მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი, 2005წ.;

ტრადიციული მრავალხმიანობის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი, 2008წ.;

დ. ვოზნესენსკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ძველებური მუსიკა – თანამედროვე ხედვა“, უკრაინა, 2008წ.;

ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის V საერთაშორისო ფესტივალი, ბათუმი, 2009წ.;

„ცხოვრება ტურიზმის გზით – ქვეყნები, ისტორია, კულტურული ტურიზმი“, საერთაშორისო კონფერენცია, თბილისი, 2010წ.;

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის კათედრის კონფერენცია, თბილისი, 2012წ.

ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის VII საერთაშორისო ფესტივალი, ბათუმი, 2012წ.;

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კონფერენცია „საეკლესიო გალობა – ტრადიცია, კანონიკა, შემსრულებლობა“, თბილისი, 2013წ.


FaceBook Twitter Google