სტუდია

2016/2017 სასწავლო წელს ფონდი „ქართული გალობის" და ფონდის გენერალური დირექტორის, ქ–ნ ნანა გოთუას პირადი შემოწირულობით უნივერსიტეტს გადაეცა მუსიკალური ტექნოლოგიების სტუდია.

სტუდია აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის გერმანულ–ამერიკული აპარატურით.
მისი ხმის იზოლაცია–აკუსტიკური გამართვა ასევე შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

მუსიკალური ტექნოლოგიების სტუდია მოიცავს:
• მუსიკალური ინფორმატიკის კაბინეტს, სადაც სტუდენტები დაეუფლებიან თანამედროვე კომპიუტერული ნოტაციის ტექნიკას.
• ხმის ჩამწერ სტუდიას: სტუდიური და მობილური ჩაწერებისათვის
არსებული ტექნიკური ბაზა სასწავლებლის სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს განახორციელონ, როგორც სტუდიური ასევე, მობილური ჩაწერა.

სტუდიამ გამოსცა „გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“ 2 დისკი.

2017 წელს მისი მოძრავი სტუდიით განხორციელდა სხვადასხვა რეგიონალური ანსამბლის ჩაწერა, სადაც ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ახალი სიმღერები იყო შესწავლილი.

2018 წელს გალობის უნივერსიტეტის ხმის ჩამწერ სტუდიაში, აშშ-ში მოღვაწე წარმატებული პიანისტის და კომპოზიტორის, Berklee Collage of Music-ის და Manhattan School of Music-ის მაგისტრის გიორგი მიქაძის აუდიოალბომის ჩაწერა განხორციელდა.

2019 წელს მოძრავი სტუდიით განხორციელდა ექსპედიცია გერმანელ აკადემიკოს Frank Scherbaum-თან ერთად მაღალმთიან აჭარაში, სადაც ჩაიწერა 5 ხეობის ფოლკლორული ნიმუშები. მომავალში დაგეგმილია ამ ნიმუშების სასწავლო დისკებად გამოცემა.



სტუდიაში ისწავლება შემდეგი საგნები:

ბაკალავრიატი:

1. მუსიკალური ინფორმატიკა – მანანა ჟღენტი, მოწვეული პედაგოგი,
2. აკუსტიკური მუსიკის ჩაწერა – მანანა ჟღენტი, მოწვეული პედაგოგი,
3. შესავალი ხმის ინჟინერიაში – ლუკა ლებანიძე, კინოსა და ვიზუალური მედიის მუსიკის მაგისტრი.

მაგისტრატურა:
კომპიუტერული ნოტაცია – მანანა ჟღენტი, მოწვეული პედაგოგი.
მობილური სტუდიის საშუალებით განხორციელებული ექსპედიციები კი საფუძველად დაედო სასწავლებლის ფონო და სანოტო არქივს. ასევე, სტუდიაში შესაძლებელია ძველი საარქივო მასალების გაწმენდა–აღდგენა.

ხმის ჩამწერი სტუდია „ქართული გალობის“ მენეჯერი: გიორგი ჯოლბორდი

ტელეფონი: 557 769 942
ელ. ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

| Print |