თამარ ასათიანი
აკადემიური წერის სასწავლო კურსის პედაგოგი
შესახებ

2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურა; 2008 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი.
2002 წლიდან დღემდე არის საქართველოს საპატრიარქოს ყოველკვირეულ გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ რედკოლეგიის წევრი; 2004-05 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი; 2006-09 წლებში — თბილისის გრიგოლ ხანძთელის სახ. ეროვნული სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე, ხოლო 2004-14 წლებში — ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი; 2013 წლიდან დღემდე არის სს. საპარტნიორო ფონდის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საკადრო და საოპერაციო უზრუნველყოფის ჯგუფის საოპერაციო ოფიცერი – რედაქტორი.


| Print |