მალხაზ ერქვანიძე
ასოცირებული პროფესორი, სოციალური მეცნიერებების დოქტორი, საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის სახელოსნოს უფროსი
შესახებ
პუბლიკაციები

1990 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი. 2014 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა, დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ქართული საეკლესიო გალობის ნოტებზე გადაღების ისტორია და ქართული მუსიკალური სისტემა“ და მიენიჭა სოციალური მეცნიერებების დოქტორის ხარისხი. 1988-2007 წლებში ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდის დამაარსებელი და ხელმძღვანელი იყო; 1991 წლიდან დღემდე არის თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საეკლესიო გალობის პედაგოგი; 1993 წლიდან დღემდე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის მასწავლებელია; არის საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სამგალობლო ცენტრის ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი; 2006 წლიდან ანსამბლ „სახიობა“-ს და თბილისის მამა დავითის სახელობის ტაძრის გუნდის ხელმძღვანელია.

გამოქვეყნებული ნაშრომები:
ქართული მრავალხმიანობის ბუნების შესახებ, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საერთაშორისო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2000წ.;
ქართული მრავალხმიანობის ბუნება, ფორმათა ერთიანობის შესახებ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 2001წ.;
ქართული საეკლესიო გალობა, ტ.I, (მწუხრის, ცისკრისა და წირვის საგალობლები, გელათის სკოლა), თბილისი, 2001წ.;
ეკრძალე თავსა შენსა (საეკლესიო გალობის პრობლემებისადმი მიძღვნილი სტატიების კრებული), საეკლესიო გალობის ცენტრი, თბილისი, 2002წ.;


FaceBook Twitter Google