მანანა ჟღენტი
მუსიკალური ინფორმატიკის სასწავლო კურსის პედაგოგი
შესახებ
პუბლიკაციები
პროექტები
კომპიუტერული პროგრამები

1986-1990 წლებში სწავლობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის #2 სამუსიკო სასწავლებელი საგუნდო-სადირიჟორო განხრით, ხოლო 1990-1995 წლებში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო და მეორე კურსიდან მუსიკისმცოდნეობის ფალკულტეტზე მუსიკის თეორიის განხრით. 2011-2013 წწ. მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტში CPEurasia 2010-2015 სადაც გაიარა ტრენინგები ნორვეგიის (ქ. ოსლოს) სამუსიკო აკადემია Hochschule-ს მუსიკალური ტექნოლოგიების განხრით (აკუსტიკური მუსიკის ჩაწერის ტექნოლოგიები - ხელმძღვანელები კნუტ ჰალმრასტი (მუსიკის ტექნოლოგი, მოწვეული ლექტორი), მატს კლაესონი (მუსიკის ტექნოლოგი, ასოც. პროფესორი, კომპოზიციის კათედრის გამგე), და MIDI – კურსი - ჰოკუნ კვიდალი (ასისტენტ-პროფესორი); 2012-2016 წწ. გაიარა ტრენინგები ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ხმისჩამწერ სტუდიაში (ხელმძღვანელი მიხეილ კილოსანიძე).

1995–2006 წწ.-ში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო თერთმეტწლედის თეორიული საგნების მასწავლებელი იყო; 2003 წლიდან დღემდე - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანაშემწეა; 2006 წლიდან დღემდე გახლავთ თბილისის ე. მიქელაძის სახელობის #2 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის თეორიული საგნებისა და შემდგომში (2008 წლიდან დღემდე) მუსიკალური ინფორმატიკის მასწავლებელი; 2009 წლიდან დღემდე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის უმაღლესი პროფესიული პროგრამებისა და 2014 წლიდან ბაკალავრიატში მუსიკალური ინფორმატიკის, ხოლო 2009 წლიდან დღემდე - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო სემინარიის მუსიკალური ინფორმატიკის მასწავლებელი გახლავთ; 2013 წლიდან დღემდე იგი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის ფაკულტეტის პროგრამა `მუსიკა და დღევანდელობა~-ზე მუსიკის ტექნოლოგიის განხრით მოწვეული პედაგოგია (საგანი "აკუსტიკური მუსიკის ჩაწერა" (სპეცკურსი ბაკალავრიატის და არჩევითი კურსი ყველა საფეხურის სტუდენტებისთვის));

მანანა ჟრენტი, 2014-2016 წწ.-ში ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის აუდიოგახმოვანების დეპარტამენტის თანამშრომელი და დღემდე საორკესტრო პარტიტურების კოპიუტერული უზრუნველყოფელი გახლავთ;

2015 წლიდან დღემდე – გ. მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელის მუსიკალური ინფორმატიკის (ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე), 2016 წლიდან დღემდე კი, ამავე სასწავლებელის მუსიკალური ტექნოლოგიების პედაგოგი გახლავთ (საგანი – აკუსტიკური მუსიკის ჩაწერა (ბაკალავრიატის საფეხურზე)).

2014, 20016-2017, 2018-2019 ს/წ.-ში გახლდათ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ხმის ჩამწერი სტუდიის მენეჯერის მ.შ.. 2017 წლიდან დღემდეიგი ამავე სასწავლებელში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის Iთ ტექნოლოგიების პედაგოგია.

გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომები:
1."ქრესტომათია კლასიკურ ჰარმონიაში" სახელმძღვანელო I-II ნაწილი – (თანაავტორები ი. და ნ. ჟღენტები). გამოიცა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, თბილისი, 2007 წ.;
2."Finale" - სახელმძღვანელო მუსიკალური ინფორმატიკის ძირითადი საკითხების შესახებ, თბილისი, 2009 წ.;
3.ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის მუსიკალური ინფორმტიკის პროგრამის თანაავტორი, თბილისი, 2010, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით;
4.აკუსტიკური მუსიკის ჩაწერა – ლექციები II ნაწილად – მუსიკის ინჟინერია და პროგრამა Cubase 6.5. გამოიცა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, თბილისი, 2014 წ..

საგამომცემლო საქმიანობა:
1. ი. ჟღენტი - "ლექციები ჰარმონიაში", კონსერვატორიის გამომცემლობა, თბილისი, 2005 წ.;
2. ლ. ნემსაძე - "თბილისის მზე" - პოპულარული ქართული საესტრადო სიმღერებისა და რომანსების კრებულის ტექნიკური რედაქტორი, თბილისი, 2006 წ.;
3. ი. ჟღენტი - "კლასიკური ჰარმონია" I და II ნაწილი (სახელმძღვანელო ორ წიგნად, კონსერვატორიის გამომცემლობა), თბილისი, 2007-2009 წწ.;
4. ი. ჟღენტი - "ქრესტომათია კლასიკურ ჰარმონიაში" I და II ნაწილი (ერთ წიგნად, კონსერვატორიის გამომცემლობა), თბილისი, 2007 წ.;
5. მ. ჟღენტი - "Finale" - მუსიკალური ინფორმატიკის სახელმძღვანელო, თბილისი, 2009 წ.;
6. ლ. ნემსაძე - "საბავშვო სიმღერების კრებული" - ელ. ვერსიის შემქმნელი და ტექნიკური რედაქტორ-კორექტორი, თბილისი, 2009 წ.;
7. ნ. მიქაბერიძე – "ვოკალური ნაწარმოებების კრებული", ელ. ვერსიის შემქმნელი და ტექნიკური რედაქტორ-კორექტორი, თბილისი, 2012 წ.;
8. ი. კეჭაყმაძის შემოქმედების - საგუნდო მუსიკის ელექტრონული ვერსიის (1000 გვერდი) კორექტორი (კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტი), თბილისი, 2013 წ.;
9. ხალხური და ქალაქური სიმღერების კრებული "ნანინა" - ელ. ვერსიის შემქმნელი და ტექნიკური რედაქტორ-კორექტორი, შემდგენლები: ნ. ქუმსიშვილი, რ. ჯულაყიძე, ა. უშვერიძე (კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტი), თბილისი, 2014 წ., გამომცემლობა "ფავორიტი სტილი"; მონაწილეობას მიიღებს ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე (2018 წლის 10-14 ოქტომბერი).
10. მ. ჟღენტი - აკუსტიკური მუსიკის ჩაწერა – ლექციები, კონსერვატორიის გამომცემლობა, თბილისი, 2014 წ.;
11. ი. კეჭაყმაძის შემოქმედების (საგუნდო და სიმფონიური მუსიკის 1700 გვერდი) ელექტრონული ვერსიის შემქმნელი, ტექნიკური რედაქტორ-კორექტორი და დიზაინერი (კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტი), თბილისი, 2016 წ.;
12. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის კათედრის საფორტეპიანო მუსიკის სანოტო კრებული ალმანახის ტექნიკური კორექტორ-რედაქტორი და დიზაინერი, კონსერვატორიის გამომცემლობა, თბილისი, 2017 წ.; გამოფენილი იქნა ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე (2018 წლის 10-14 ოქტომბერი).
13. ი. ჟღენტი – ნარკვევები ქართული ხალხური და ძველი პროფესიული მუსიკის შესახებ (ისტორიისა და თეორიის საკითხები), კონსერვატორიის გამომცემლობა, თბილისი, 2017 წ.
14. ი. კეჭაყმაძე – "საგუნდო მუსიკის კრებული" ტ. I. (მრავალტომეული) თბილისი, 2017 წ.; გამოფენილი იქნა ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე (2018 წლის 10-14 ოქტომბერი).
ასევე განვახორციელე და ვანხორციელებ მრავალი სამეცნიერო ნაშრომის (სახელმძღვანელოები, სანოტო კრებულები, საერთაშორისო და ეროვნული ჟურნალები, მონოგრაფიები, დისერტაციები და ა.შ.) მუსიკალური მასალების კომპიუტერულ უზრუნველყოფას, ტექნიკურ კორექტურასა და რედაქტირებას.

1.2010 წ. – სსიპ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მუსიკალური ტექნოლოგიების ექსპერტი;
2.2010-2015 წწ. - პროექტი CPEurasia-ს სტიპენდიატი;
3.2013 წლიდან დღემდე – კონსერვატორიის მუსიკლური ღონისძიებების აუდიო ჩანაწერების უზრუნველყოფა.
4.2016 წ. - გ. მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელისთვის მუსიკალური ტექნოლოგიების სტუდიის (ხმის ჩამწერი სტუდია და ინფორმატიკის კაბინეტი) შექმნის პროექტის იდეის თანაავტორი და თანაგანმახორციელებელი (ტექნიკური მხარე);
5.2016 წ. - გ. მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელისთვის ახალი საგნის - აკუსტიკური მუსიკის ჩაწერა – იდეის ავტორი და თანადამფუძნებელი;
6.2018 წ. გაიარა EaPConnect (Eastern Partnership Connect)  – ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ტრენინგი “Lola” (Music Without Borders), რომელიც გაიმართა ქ. ტალინში ესტონეთის მუსიკის აკადემიაში.

Windows, Word, Excel, Internet, PageMaker, PowerPoint, Photoshop, Finale, Sibelius, Cubase, Nuendo, Audacity, LMMS.
FaceBook Twitter Google