მიხეილ ედიშერაშვილი
დირიჟორობის სასწავლო კურსის პედაგოგი
შესახებ

სწავლობდა სსიპ თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საშემსრულებლო ფაკულტეტის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულებაზე.
2008 წელს დაამთავრა ასისტენტურა-სტაჟირების სრული კურსი, 2007-2013 წლებში იყო ამავე კონსერვატორიის ასისტენტ-პროფესორი, 2013-წლიდან დღემდე არის ასოცირებული-პროფესორი;
2016 წლიდან დღემდე მუშაობს ზუგდიდის საგუნდო სკოლის კონსულტანტად, 2015 წლიდან დღემდე არის ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსის დირექტორი, 2015 წლიდან დღემდე ა(ა)იპ -მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში - გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელში- პედაგოგად, 2013 წლიდან დღემდე ქ.თბილისის ე.მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელში - უფროსკლასელთა გუნდის ხელმძღვანელად და დირიჟორობის პედაგოგად, 2011 წლიდან დღემდე არის რუსთავის სიონის ტაძრის მგალობელი, 2004 წლიდან დღემდე საოპერო სტუდიის გუნდის ხელმძღვანელი, 2000 წლიდან დღემდე ნ.სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო კაპელის გუნდის მსახიობი და 1997 წლიდან დღემდე არის ფოლკლორული ანსამბლი ,,მე რუსთაველი’’-ს წევრი.

ინტერესების სფეროები:
სიმფონიური და საოპერო დირიჟორობა.

FaceBook Twitter Google