თეონა რუხაძე
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი,
„ელის ა.მარტინის სახელობის საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის ქალთა შემოქმედებითი სახელოსნოს“ უფროსი,
სალოტბარო ხელოვნების მოდულისა და გუნდის (ქალები) ხელმძღვანელი
შესახებ
პუბლიკაციები
კურსები

სწავლობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე, ეთნომუსიკოლოგიის მიმართულებით. 2014 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართული საქორწილო მუსიკა - სტილისა და ჟანრის საკითხები“. 2016 წლიდან არის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ელის ა. მარტინის სახელობის ქალთა შემოქმედებითი სახელოსნოს უფროსი, 2018 წლიდან ამავე სასწავლებლის ასოცირებული პროფესორი. 2015 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების ლაბორატორიის სპეციალისტი და კონსერვატორიის მასწავლებელი, 2012 წლიდან არის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივის კოორდინატორი.
სამეცნიერო ინტერესის სფეროები/კვლევითი ინტერესები
ქართული ტრადიციული საქორწილო მუსიკა, ქართული საკრავები (გუდასტვირი), ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობა.

  • საქორწილო სიმღერა ჯვარი წინასა - სტილისა და ჟანრის საკითხები (2017). კრებულში: საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება: კვლევა და მართვა“ (რედ.: თავაძე სოფიო). ბათუმი: ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (გვ. 352-355).
  • ტრადიციული საქორწილო მუსიკა აჭარაში (2016). კრებულში: ფოლკლორული და საეკლესიო მუსიკის საკითხები (რედ.: მანაგაძე ხათუნა). ბათუმი: ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გამომცემლობა. (გვ.107-112).
  • ჭიბონის საშემსრულებლო საკითხები (2015). კრებულში: სამეცნიერო კონფერენცია. ხალხური და საეკლესიო მუსიკის საშემსრულებლო პრობლემები (რედ.: მანაგაძე ხათუნა). ბათუმი: ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გამომცემლობა. (გვ.335-349).
  • Georgian Wedding Music – Tradition and Modernity (2015). ქესჟ: მუსიკისმცოდნეობა და კულტუროლოგია. რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი. (რედ.: ქავათარაძე მარინა). ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; #1 (11) (გვ. 60-63).
  • ტრადიცია და სიახლე ქედის რაიონის ხალხურ მუსიკალურ ყოფაში (2014) (აჭარის 2013 წლის საექსპედიციო მასალების მიხედვით). კრებულში: საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება: ტრადიცია და თანამედროვეობა“ (რედ.: თავაძე სოფიო). ბათუმი: ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (გვ. 92-93)
  • კერის გარშემოვლისას სათქმელი საქორწილო სიმღერა აღმოსავლეთ საქართველოში (2011). ქესჟ: მუსიკისმცოდნეობა და კულტუროლოგია. რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი (რედ.: ქავათარაძე მარინა). ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; #1 (7) (გვ. 32-46).
  • საქორწილო მუსიკა და ტრადიციები საქართველოს საზღვრებს გარეთ (ფერეიდანში, საინგილოში, შავშეთ-იმერხევსა და ლაზეთში) მცხოვრებ ქართველებში (2010). მუსიკისმცოდნეობის საკითხები. დოქტორანტების სამეცნიერო შრომების კრებული (რედ. ბაქრაძე ქეთი). თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (გვ. 51-62).
  • ოთარ ჩიჯავაძის სამეცნიერო ნაშრომები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ (2011). მუსიკისმცოდნეობის საკითხები. სამეცნიერო შრომების კრებული ოთარ ჩიჯავაძე 90 (რედ.: ზუმბაძე ნატალია). თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. (გვ. 66-73)
  • Georgian-Abkhazian Musical Parallels (on the example of wedding songs) (2010). Scientific Conferenc Works. MA and Ph. D students First International Research Conference: Art Science, Practice,Managament. Shota Rustaveli Theatre and Film Georegian State University. Tbilisi: Kentavri (p.163-172)
  • აჭარულ-შავშური მაყრულები (2008). ტრადიციული მრავალხმიანობის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი (რედ.: წურწუმია რუსუდან, ჟორდანია სოსო). თბილისი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი. (გვ. 352-366).
  • საველე-შემკრებლობითი მუშაობა. ფოლკლორული ექსპედიცია დმანისის რაიონში (სვანური მოსახლეობა ქვემო ქართლში). თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთასორისო ცენტრის ბიულეტენი (რედ.: წურწუმია რუსუდან), , #1, თბილისი, დეკემბერი, 2004 (გვ. 16-17).
  • ერთი ჟანრის შესახებ. ქართული საქორწილო ჟანრის მუსიკა. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ბიულეტენი, (რედ.: ხარძიანი მაკა), #18, თბილისი, ივნისი, 2004 (გვ.25-26).

მიმდინარე სალექციო კურსები
  • ქართული ხალხური სიმღერა, გიორგი მთაწმინდელის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი საბაკალავრო კურსი, 2018/2019.
  • სალოტბარო ხელოვნება, გიორგი მთაწმინდელის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი, საბაკალავრო კურსი, 2018/2019.
  • ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საბაკალავრო კურსი, 2018/2019.
სალექციო კურსების კატალოგი
  • ქართული ხალხური სიმღერა, გიორგი მთაწმინდელის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი, საბაკალავრო კურსი, 2018/2019.
  • სალოტბარო ხელოვნება, გიორგი მთაწმინდელის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი, საბაკალავრო კურსი, 2018/2019.
  • ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საბაკალავრო კურსი, 2018/2019.
  • ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობა, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, სამაგისტრო კურსი, 2016/2017.
  • მსოფლიო ხალხთა მუსიკა, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, სამაგისტრო კურსი, 2016/2017.

FaceBook Twitter Google