ზურაბ წკრიალაშვილი
ასისტენტ-პროფესორი
საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის სახელოსნოს უფროსის ასისტენტი
შესახებ

1998 წელს დაამთავრა თბილისის 133-ე საშ. სკოლა. იმავე პერიოდში, 1996 წლამდე იცხებოდა ბიჭუნათა ფოლკლორულ ანსამბლ „მართვეში“ და სტუდია „მართვეს“ სამუსიკო სკოლაში. 1997-2001 წლებში სწავლობდა თბილისის N3 სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე. 2003 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც 2008 წელს დაამთავრა, სპეციალობით - აკადემიური გუნდის დირიჟორობის მაგისტრი. 2000-2002 წლებში იყო ახალგაზრდული ფოლკლორული ანსამბლ „კოლხეთის“ ხელმძღვანელი და ლოტბარი. 2000 წლიდან არის თბილისის სიონის, შემდგომ კი - ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო მგალობელთა გუნდის წევრი. 2002 წლიდან შეუერთდა საპატრიარქოს ფოლკლორულ ანსამბლ „ბასიანს“ - შემდგომში საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“. 2013 წლიდან არის სსიპ ანსამბლ „ბასიანის“ დირექტორი. 2009-2011 წლებში იყო საპატრიარქოსთან არსებული ბავშვთა მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი; 2011-14 წლებში მუშაობდა კიკეთის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლაში გუნდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. 2007 წლიდან დღემდე თბილისის გ. მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ასისტენტ-პროფესორია. 2014 წლიდან მუშაობს ფოლკლორის ეროვნულ სასახლეში (აწ უკვე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ სტუდია „მართვე“) ლოტბარის თანამდებობაზე.


FaceBook Twitter Google