სხვადასხვა
ონლაინ რეგისტრაცია სამაგისტრო პროგრამაზე
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

1. 2020-21 სასწავლო წელს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვასთან დაკავშირებული საბუთების მიღების ვადა განსაზღვრულია 2020 წლის 02-დან - 12 სექტემბრის ჩათვლით;
2. მაგისტრატურაში მიღება ხდება შიდა გამოცდებით, საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე.
3. შიდა მისაღებ გამოცდებზე დაიშვება პირი შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:
• სარეგისტრაციო ფორმის ელექტრონული ვერსია (იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა)
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ელექტრონული ასლი;
• კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ან კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ცნობის ელექტრონული ასლი.
• სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;
• სასწავლებლის რექტორის სახელზე სულიერი მოძღვრის სარეკომენდაციო წერილის ელექტრონული ასლი;
• ფოტოსურათი ¾ ელექტრონული სახით (JPG )

რეგისტრაციისას გასათვალისწინებელი რჩევები!

• დოკუმენტების გამოგზავნისას წერილში მითითებული უნდა იყოს
• აბიტურიენტის სახელი და გვარი;
• დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს დასკანირებული სახით;
• ყველა დოკუმენტი უნდა აიტვირთოს ერთ წერილში;
• თითოეული ფაილი დასათაურდეს ქვემოთ მოყვანილი პრინციპის შესაბამისად.


ფაილის დასათაურების პრინციპი
მაგალითად:
• სახელი, გვარი - სარეგისტრაციო ფორმა
• სახელი, გვარი - პირადობა
• სახელი, გვარი - დიპლომი ან ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ
• სახელი, გვარი - სამხედროს დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის)
• სახელი, გვარი - მოძღვრის სარეკომენდაციო წერილი
• სახელი, გვარი - ფოტო

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საბუთი ელექტრონული სახით უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მეილზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

კონტაქტი:
სასწავლო პროცესის მართვის სამსახური

სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი - ეკატერინე ყაზარაშვილი
ტელეფონი: 598 14 84 31

სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სპეციალისტი — ხათუნა დიდებელი
ტელეფონი: 577 32 15 55, 599 72 85 90

email: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

მისამართი:
0179, ქ. თბილისი
ზ. ანჯაფარიძის ქუჩა № 21


შიდა მისაღები გამოცდები დაიწყება 14 სექტემბრიდან და ჩატარდება შემდეგ საგნებში:
• მუსიკის ისტორია და თეორია (ზეპირი)
• ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო)
• ინგლისური ენა (გასაუბრება)

* გამოცდების ზუსტი განრიგი გამოქვეყნდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე დაიწყება 1 ოქტომბერს!

FaceBook Twitter Google