მემორანდუმი თბილისის #54 საჯარო სკოლასა და გალობის უნივერსიტეტს შორის

 


3 აპრილს გალობის უნივერსიტეტსა და სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის #54 საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში მოსწავლეთა ფოლკლორული გუნდი დაფუძნდა.

ამ მნიშვნელოვანი შეთანხმებით უნივერსიტეტი საფუძველს უყრის ახალ ინიციატივას, რომლის მიზანია უნივერსიტეტის სასკოლო დაწესებულებებთან ინტეგრაცია; ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ახალგაზრდა თაობაში პოპულარიზება, სკოლის მოსწავლეებში ჰუმანისტური სოფლმხედველობის ფორმირება.

მოსწავლეთა ფოლკლორულ გუნდს გალობის უნივერსიტეტის სტუდენტი უხელმძღვანელებს.

გაწეული თანამშრომლობისათვის გულითად მადლობას ვუხდით 54-ე სკოლის დირექტორს, ქალბატონ ქეთევან ჩოქურს.

მოსწავლეთა ფოლკლორულ გუნდს მრავალ შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებთ!

FaceBook Twitter Google