სიახლეები
კონცერტი სოფელ მეტეხში
19 აგვისტოს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ეზოში გალობის უნივერსიტეტის გუნდის კონცერტი შედგა. 

ღონისძიება შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივის ფარგლებში გაიმართა, რომელიც გამყოფი ხაზის სოფლებში საზაფხულო კონცერტების სერიას მოიცავს.

ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური. მხარდამჭერი: ფონდი „ქართული გალობა“.

გულითად მადლობას ვუხდით ინიციატივის ავტორს, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, ბატონ ნუგზარ სამხარაძეს და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსს, ქალბატონ თეა ხორბალაძეს.


FaceBook Twitter Google