სიახლეები
შიდა მისაღები გამოცდები მაგისტრატურაში
სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!
გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელში აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „საეკლესიო მუსიკისმცოდნეობა“ 2020-2021 სასწავლო წლისათვის.
მაგისტრატურაში მიღება ხდება შიდა გამოცდებით, საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე. შიდა მისაღები გამოცდები დაიწყება 23 სექტემბრიდან და ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
შიდა გამოცდები ტარდება შემდეგ საგნებში:
• 23 სექტემბერი, 15:00 საათი - მუსიკის ისტორია და თეორია (ზეპირი) 
• 25 სექტემბერი, 14:00 საათი - ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო)
• 28 სექტემბერი, 13:30 საათი - ინგლისური ენა (გასაუბრება)

სწავლა მაგისტრატურაში დაიწყება 1 ოქტომბერს!


FaceBook Twitter Google