სიახლეები
2020 წლის ანგარიში
გალობის უნივერსიტეტი, ეს არის ქართული ეროვნული ფასეულობების კერა, სადაც იზრდებიან თაობები, რომელიც ქართულ ტრადიციულ კულტურას და საქართველოს მომავალს ემსახურებიან.
მიუხედავად რთული 2020 წლისა, რამაც სასწავლებელი ურთულესი გამოწვევების წინაშე დააყენა, გალობის უნივერსიტეტმა შესძლო გამკლავებოდა და წარმატებით გაეხორციელებინა სასწავლო პროცესში შეტანილი ყველა სიახლე და პროექტი.
გვიხარია ეს წელი ასეთი წარმატებული იყო და თქვენც გიზიარებთ:

ახალი გამოცემები
• განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდ "ქართული გალობის" ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული ალეკო გელაშვილის წიგნი - "ცეკვის უძველესი ვიზუალური წყაროები".
• გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლისა და ფონდის - "ქართული გალობა" მხარდაჭერით გამოცემული ახალი წიგნი - "მუსიკალური კარნახების კრებული".
• ალა ჩუტკერაშვილის "სოლფეჯიოს ელექტრონული კრებული".

პროექტები
• საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამართული კონკურსის გამარჯვებული პროექტი - "ჩვენ გვაერთიანებს ქართული ტრადიციული მუსიკა - ეს საგანძური ყველასია".
• პროექტის - "ჩვენ გვაერთიანებს ქართული ტრადიციული მუსიკა - ეს საგანძური ყველასია" - ფარგლებში გალობის უნივერსიტეტის ხმისჩამწერ სტუდიაში - "ქართული გალობა" სასწავლო კომპაქტ დისკის აუდიოჩაწერა და გამოცემა.

საჯარო ლექციები
• გალობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების: ზურაბ წკრიალაშვილის, გოჩა ბიძინაშვილის, ბექა კოვზიაშვილის, თეონა რუხაძის, ნინო ნანეიშვილის, მაკა ხარძიანის, ეკატერინე ყაზარაშვილის, თამარ ჩხეიძისა და ეკა ონიანის საჯარო ლექციების ციკლი.

თანამშრომლობა
• გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტის მხრიდან სალოტბარო სკოლებში სასწავლო პროცესისა და პედაგოგების სასწავლო-მეთოდური მიმართულებით მხარდაჭერაზე, მოსწავლეების სასწავლო რესურსებით უზრუნველსაყოფად განისაზღვრა ახალი სამუშაო სტრატეგია.

დისტანციური სწავლება
• დისტანციური სწავლების ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად (ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა მხარე) რექტორის აქტით შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო.
• შემუშავდა სასწავლებლის ელექტრონული სწავლების მოდელი, რაც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ლექციების სინქრონულ რეჟიმში ჩატარების (ე.წ.ლაივსტრიმი) და სალექციო მასალის ონლაინ რეჟიმში გაზიარების საშუალებას იძლევა.
• სასწავლებლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას შეემატა ახალი ლიტერატურა.
• დაინერგა ახალი კურსის, ქართველი პოეტის, პროზაიკოსისა და ესეისტის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ლექცია - "ლიტერატურა და ხელოვნება".

სტუდენტების აქტივობა
• გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდი ქართველი გამოჩენილი მომღერლისა და ლოტბარის, ბატონ ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის საიუბილეო საღამოზე.
• პარაკლისი მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ეკლესიაში, წმინდა ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) ხსენების დღესთან დაკავშირებით გალობის უნივერსიტეტის რექტორის, არქიმანდრიტი იოანეს (კიკვაძე) ლოცვა-კურთხევით და უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით.
• ფოლკლორის ცენტრის დარბაზში გალობის უნივერსიტეტის ქალთა სახელოსნოს (ხელმძღვანელი - ტატიანა მეგრელიძე) პრეზენტაცია-კონცერტი "უცხო ქვეყნების საშობაო ტრადიციები".
• გალობის უნივერსიტეტის ქალთა ანსამბლისა და ანსამბლის "შილდა" საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ფოლკლორის დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე.

კონფერენცია
• პროფესორ მანანა ანდრიაძისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო ვებინარი თემაზე "ქრისტიანული თეოლოგიისა და მუსიკოლოგიის საკითხები".
სტიპენდია
• ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის 2020 წლის სტიპენდიანტის გამოვლენა და დაჯილდოება.

ახალი შენობა
• საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს უსასყიდლოდ, არსებობის ვადით სარგებლობაში გადაეცა ახალი შენობა.






FaceBook Twitter Google