სიახლეები
გალობის უნივერსიტეტის კომპაქტ-დისკები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ვებ-გვერდზე
სიხარულით გვინდა გაუწყოთ, რომ გალობის უნივერსიტეტის 2 კომპაქტ-დისკი უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

2016/2017 სასწავლო წელს ფონდი "ქართული გალობის" და ფონდის გენერალური დირექტორის, ქ–ნ ნანა გოთუას პირადი შემოწირულობით უნივერსიტეტს გადაეცა მუსიკალური ტექნოლოგიების სტუდია. სტუდია აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის გერმანულ–ამერიკული აპარატურით. ხმის ჩამწერი სტუდია "ქართული გალობის" მენეჯერი გახლავთ გიორგი ჯოლბორდი. სტუდიამ ამ მოკლე ხანში უკვე გამოსცა 2 კომპაქტ-დისკი.

აუდიოჩანაწერების მოსასმენად გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

FaceBook Twitter Google