სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო!
აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს, 1 მარტს დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.online.naec.ge

გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა უნდა აირჩიოს შესაბამისი გრაფა და მიჰყვეს ინსტრუქციას.

გალობის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის შიდა მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული სრული ზოგადი განათლების მქონე აბიტურიენტები!

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარდება მხოლოდ ქართული ენა და ლიტერატურა!

ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე www.naec.ge

წარმატებას გისურვებთ ყველას და გალობის უნივერსიტეტი გელით!
FaceBook Twitter Google