საქართველომ ანზორ ერქომაიშვილი დაკარგა!
დღეს საქართველომ ხალხური სიმღერა-გალობის დიდი მოამაგე და ქართული ხელოვნების ნამდვილი ქურუმი დაკარგა!
ფასდაუდებელია ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლი ქართული ფოლკლორისადმი!
იგი გალობის უნივერსიტეტის დაარსების სათავეებთან იდგა, 2019 წელს კი სასწავლებელმა ბატონ ანზორს ემერიტუსის წოდება მიანიჭა!
გალობის უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი გამოჩენილი მომღერლისა და ლოტბარის, ბატონი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო!
უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს!
FaceBook Twitter Google