სიახლეები
ექსპედიცია ხადის ხეობაში
გალობის უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ვიდეო-პრეზენტაციას სტუდენტური პროექტისა - "ექსპედიცია ხადის ხეობაში".

2020 წლის ივნისის თვეში შედგა გალობის უნივერსიტეტის სტუდენტების ექსპედიცია ხადის ხეობაში, რაც მიზნად ისახავდა დღემდე შემორჩენილი ნიმუშების მოძიებას და მათ ჩაწერას როგორც აუდიო, ისე ვიდეო ფორმატით.

ექსპედიცია განახორციელეს სასწავლებლის სტუდენტებმა: თამარ წამალაშვილმა (ექსპედიციის ხელმძღვანელი) და ნინო ნაყეურმა (ასისტენტი).

აღნიშნულ ექსპედიციაზე ჩაიწერა ორი ეთნოფორი - ანიჩკა ბექაური, 86 წლის ხადის ხეობის ერთგული მაცხოვრებელი, წარმოშობით გუდამაყრიდან და ლიზა ქარჩაიძე (ჯერმიზაშვილი) , - 80 წლის, მცხოვრები სოფელ ლაკათხევში, წარმოშობით ხადის ხეობიდან.

ხადის ექსპედიცია ნათლად წარმოგვიჩენს ქალის როლის მნიშვნელობას ფოლკლორში.

ექსპედიციაზე ჩაიწერა რამდენიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო ნიმუში. გარდა ამისა, სტუდენტები შეეხენ ხალხური შემოქმედების სხვა დარგებსაც, როგორიც არის ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - ფარდაგების ქსოვის ტრადიცია.

FaceBook Twitter Google