სიახლეები
მანანა ანდრიაძის სახელობის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეების დაჯილდოება
დღეს, გალობის უნივერსიტეტში, პროფესორ მანანა ანდრიძის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა დიპლომი, ხოლო წარჩინებული სწავლისა და კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის, პროფესორ მანანა ანდრიძის სახელობის პრემია და სიგელი გადაეცა ნინო ნაყეურს!

კონფერენციის ყველა მონაწილეს ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ სამცენიერო და პროფესიულ საქმიანობაში!

31 მაისს, გალობის უნივერსიტეტმა გამართა სტუდენტთა სამეცნიერო ვებინარი თემაზე „ქრისტიანული თეოლოგიისა და მუსიკოლოგიის საკითხები“, რომელიც ცნობილი ქართველი მუსიკისმცოდნის, პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნას მიეძღვნა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა: თეონა ბენაშვილი, ნია ღამბაშიძე, ნინო ნაყეური, მარიამ დუმბაძე, ანი რობაქიძე, ნატალია ყველიაშვილი, ირმა ყამარაული და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის, ბაკალავრიატის II კურსის სტუდენტმა, მანანა ცენტერაძემ.

დიდ მადლობას ვუხდით კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფს: გალობის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსს, ქალბატონ ეკატერინე ყაზარაშვილს და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს, ბატონ გიორგი ნატროშვილს.

კონფერენციის ინიციატივისა და ორგანიზებისთვის კი განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებთ გალობის უნივერსიტეტის დეკანს, ქალბატონ თამარ ჩხეიძეს.

FaceBook Twitter Google