სიახლეები
გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია
2021 წლის 4-დან 6 ნოემბრის ჩათვლით, ბათუმის ხელოვნების უნივერისტეტში, გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის მე-16 საერთაშორისო ფესტივალს და სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 2005 წელს დაფუძნდა; 2012 წლიდან კი ახალგაზრდა ქართველი ეთნომუსიკოლოგის, ეთნომუსიკის თეატრის მთიების ხელმძღვანელის გიგი (გიორგი) გარაყანიძის სახელს ატარებს. ფესტივალის მთავარი მიზანი ტრადიციული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პროპაგანდაა. ფესტივალში მონაწილეობას ღებულობენ ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ჯგუფები ავთენტიკური (პირველადი) შესრულების მანერით.).ფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება ეთნომუსიკოლოგიისა და საეკლესიო მუსიკის პრობლემებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. რომელშიც მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები.

წელს, კონფერენციაში სხვადასხვა ქართველ, პოლონელ, ლიეტუველ, ლატვიელი და თურქ მეცნიერებს შორის მონაწილეობდნენ: გალობის უნივერისტეტის დეკანი, ქალბატონი თამარ ჩხეიძე და ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი ეკატერინე ონიანი.

თამარ ჩხეიძემ კონფერენციაზე წარმოადგინა თემა - „ლიტურგიკული დრო და გალობის ხელოვნება შუა საუკუნეების ქართულ და ევროპულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში“. მოხსენებაში განხილული იყო სამყაროს სტაბილურობის, დროის მარადიულობისა და ციკლურობის გამოვლენის თავისებურებები საგალობელთა მუსიკალური ენის სხვადასხვა პარამეტრებში, შუა საუკუნეების ქართული და ევროპული სამგალობლო ტრადიციის მაგალითზე.

ეკატერინე ონიანი კი კონფერენციაზე წარდგა თემით - „საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული პოსტბიზანტიური ჰიმნოგრაფიული კრებულები“. მოხსენებაში წარმოდგენილი იყო ნევმირებული ბიზანტიური ხელნაწერების პირველადი კვლევის შედეგები.

ქალბატონ თამარ ჩხეიძეს და ეკატერინე ონიანს ვულოცავთ კონფერენციაში წარმატებულ მონაწილეობას და გალობის უნივერსიტეტის სახელით გულითად მადლობას ვუხდით ეთნომუსიკოლოგიისა და საეკლესიო მუსიკის მიმართულებით აქტიური სამეცნიერო მოღვაწეობისთვის.


FaceBook Twitter Google