2021 წლის ანგარიში
გალობის უნივერსიტეტი, ეს არის ქართული ეროვნული ფასეულობების კერა, სადაც იზრდებიან თაობები, რომელიც ქართულ ტრადიციულ კულტურას და საქართველოს მომავალს ემსახურებიან.

მიუხედავად რთული 2021 წლისა, რამაც სასწავლებელი ურთულესი გამოწვევების წინაშე დააყენა, გალობის უნივერსიტეტმა შეძლო ყველა დაბრკოლებასა და სირთულეს ღირსეულად გამკლავებოდა და წარმატებით განეხორციელებინა ყველა პროექტი.

გვიხარია ეს წელი ასეთი წარმატებული რომ იყო და გვინდა, რომ თქვენც გაგიზიაროთ:

ახალი გამოცემა
• „მუსიკალური კარნახების კრებული“, შემდგენელი - თამარ თოლორდავა

აუდიოჩანაწერი
• სტუდია „ქართული გალობის“ ორი კომპაქტ-დისკი განთავსდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოფიციალურ ბაზაში

პროექტები
• ქართული გალობის „ჭრელები“. რუსთაველის სამეცნიერო ფონდის კონკურსის გამარჯვებული. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი - თამარ ჩხეიძე;
• სტუდენტური პროექტი - "ექსპედიცია ხადის ხეობაში". ექსპედიცია განახორციელეს სასწავლებლის სტუდენტებმა: თამარ წამალაშვილმა (ექსპედიციის ხელმძღვანელი) და ნინო ნაყეურმა (ასისტენტი);
• ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის არქივში დაცული ფოლკლორული სიმღერების საექსპედიციო აუდიოჩანაწერების გაციფრება, აუდიომასალებისა და აღწერილობების დამუშავება და კატალოგიზაცია.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და გალობის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი;
• ლექციათა ციკლი – „მეთოდურ-შემეცნებითი ხასიათის საჯარო ლექციები ქართული ტრადიციული სიმღერისა და გალობის შესახებ“.
პროექტის ხელმძღვანელი - თამარ ჩხეიძე.
მონაწილეობდნენ: ეკატერინე ონიანი, თამარ ჩხეიძე, თეონა რუხაძე, მაკა ხარძიანი, ეკატერინე ყაზარაშვილი, ნინო ნანეიშვილი, ზურაბ წკრიალაშვილი, გოჩა ბიძინაშვილი და ბექა კოვზიაშვილი.

აკადემიური პერსონალის აქტივობა
• გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი და სამეცნიერო კონფერენცია. მონაწილეები: თამარ ჩხეიძე, ეკატერინე ონიანი;
• ექსპედიცია სვანეთში, თეონა რუხაძე;
• ფესტივალი – „ხალხური საღამოები", მონაწილეები: ლევან ვეშაპიძისა და მაკა ხარძიანის, სერგო ურუშაძისა და ასევე გოჩა ბიძინაშვილის ოჯახები;
• საერთაშორისო კონფერენცია - “The 49th Medieval and Renaissance Music Conference”. მონაწილეები: თამარ ჩხეიძე, ეკატერინე ონიანი;
• არტემ ერქომაიშვილის სახელობის ქართული გალობის შემსრულებელთა და მკვლევართა საერთაშორისო კონკურსი, ნომინაციაში - საუკეთესო ახალგაზრდული სამეცნიერო პუბლიკაცია გამარჯვებული - ნინო რაზმაძე;
• „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში ზურაბ წკრიალაშვილის საჯარო ლექცია - „მრავალხმიანობის ფორმები ქართულ ტრადიციულ სიმღერასა და საეკლესიო გალობაში“.

სტუდენტების აქტივობა
• პროფესორ შალვა ასლანიშვილის დაბადებიდან 125-ე და პროფესორ მანანა ანდრიაძის დაბადენიდან 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ონლაინ კონცერტი;
• პროექტი - „ფშაური ფოლკლორის საღამო“, ინიციატორი და ორგანიზატორი ნინო ნაყეური;
• ექსპედიცია გურიასა და ქვემო სვანეთში. მარიამ დუმბაძე და ლიკა ლიპერტელიანი;
• წიგნის „მარო თარხნიშვილი – 130“ პრეზენტაცია;
• სამეცნიერო კონფერენცია "ქალი, ტრადიცია, მუსიკა";
• საქართველოს ხალხური სიმღერების ანსამბლი „ბასიანის“ სოლო კონცერტი. მონაწილეობდა გალობის უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო ნაყეური.
• ფონდის - „ქართული გალობა” სტუდენტური ექსპედიციის მხარდაჭერის კონკურსი, პირველი გამარჯვებული, სტუდენტი - ლიკა ლიპარტელიანი.
• ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის სტიპენდია, 2021. სტიპენდიანტი - გალობის უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო ნაყეური.

კონფერენცია
• პროფესორ მანანა ანდრიაძისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო ვებინარი თემაზე „ქრისტიანული თეოლოგიისა და მუსიკოლოგიის საკითხები“. მონაწილეობდნენ გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები: თეონა ბენაშვილი, ნია ღამბაშიძე, ნინო ნაყეური, მარიამ დუმბაძე, ანი რობაქიძე, ნატალია ყველიაშვილი, ირმა ყამარაული.
მანანა ანდრიაძის სახელობის სტიპენდიანტი და ფულადი ჯილდოს მფლობელი გახდა გალობის უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო ნაყეური

გაცვლითი პროგრამა
• გალობის უნივერსიტეტისა და ნოტრ დამის უნივერსიტეტის (აშშ) სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2021 წელს გალობის უნივერსიტეტს სტუმრობდა მაგისტრანტი დეივიდ მარშალი

ახალი მგალობელთა გუნდი
• გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების შემადგენლობით და ფონდი „ქართული გალობის“ მხარდაჭერით დაარსდა წმიდა მამა დავით გარეჯელის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდი

ავტორიზაცია
• გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს მიენიჭა უპირობო ავტორიზაცია 6 წლის ვადით!




FaceBook Twitter Google