სიახლეები
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
2022 წლის 24 ივნისს გიორგი მთაწმინდელის სახ. საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი გამართავს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას თემაზე „ქრისტიანული თეოლოგიისა და მუსიკოლოგიის საკითხები". კონფერენცია ეძღვნება ცნობილი ქართველი მუსიკისმცოდნის, პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნას.


ინფორმაცია სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის:

კონფერენციის თემატიკა:

• ქრისტიანული ხელოვნება;
• ქრისტიანული ღვთისმეტყველება;
• საეკლესიო მუსიკოლოგია და ეთნომუსიკოლოგია;
• შუა საუკუნეებისა და აღორძინების მუსიკალური ხელოვნება


• კონფერენციის ჩატარების დრო – 2022 წლის 24 ივნისი

• კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული.

• რეგლამენტი მომხსენებელთათვის - 20 წუთი (15 წუთი პრეზენტაციისთვის; 5 წთ. დისკუსიისთვის).


კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების რეზიუმე ქართულ ენაზე (არაუმეტეს 150 სიტყვა) და შევსებული სარეგისტრაციო ანკეტა.

მოთხოვნები მოხსენების რეზიუმესადმი:

• რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
• გამოყენებული შრიფტი: ქართული ტექსტისათვის Sylfaen, ზომა – 12, სტრიქონთაშორისი ინტერვალი – 1,5;

სარეგისტრაციო ანკეტის და რეზიუმეების წარმოდგენის ბოლო ვადაა – 2022 წლის 14 ივნისი.
გთხოვთ, სარეგისტრაციო ანკეტა და რეზიუმე მოგვაწოდოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე:

საკონტაქტო პირი:

- ეკატერინე ყაზარაშვილი This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ტელ: 5 98 148431
- გიორგი ნატროშვილი This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ტელ: 5 99 237250




| Print |