სხვადასხვა
ონლაინ რეგისტრაცია სამაგისტრო პროგრამაზე
ონლაინ რეგისტრაცია სამაგისტრო პროგრამაზე
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

1. 2021-22 სასწავლო წელს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვასთან დაკავშირებული საბუთების მიღების ვადა განსაზღვრულია 2021 წლის 06-დან - 20 სექტემბრამდე;
2. მაგისტრატურაში მიღება ხდება შიდა გამოცდებით, საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე.
3. შიდა მისაღებ გამოცდებზე დაიშვება პირი შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:
• სარეგისტრაციო ფორმის ელექტრონული ვერსია (იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა)
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ელექტრონული ასლი;
• კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ან კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ცნობის ელექტრონული ასლი.
• სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;
• სასწავლებლის რექტორის სახელზე სულიერი მოძღვრის სარეკომენდაციო წერილის ელექტრონული ასლი;
• ფოტოსურათი ¾ ელექტრონული სახით (JPG )

რეგისტრაციისას გასათვალისწინებელი რჩევები!

• დოკუმენტების გამოგზავნისას წერილში მითითებული უნდა იყოს
• აბიტურიენტის სახელი და გვარი;
• დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს დასკანირებული სახით;
• ყველა დოკუმენტი უნდა აიტვირთოს ერთ წერილში;
• თითოეული ფაილი დასათაურდეს ქვემოთ მოყვანილი პრინციპის შესაბამისად.


ფაილის დასათაურების პრინციპი
მაგალითად:
• სახელი, გვარი - სარეგისტრაციო ფორმა
• სახელი, გვარი - პირადობა
• სახელი, გვარი - დიპლომი ან ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ
• სახელი, გვარი - სამხედროს დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის)
• სახელი, გვარი - მოძღვრის სარეკომენდაციო წერილი
• სახელი, გვარი - ფოტო

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საბუთი ელექტრონული სახით უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მეილზე: register.galobisuniversiteti@gmail.com

კონტაქტი:
სასწავლო პროცესის მართვის სამსახური

სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი - ეკატერინე ყაზარაშვილი
ტელეფონი: 598 14 84 31

email: register.galobisuniversiteti@gmail.com

მისამართი:
0179, ქ. თბილისი
ზ. ანჯაფარიძის ქუჩა № 21


შიდა მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:
• მუსიკის ისტორია და თეორია (ზეპირი)
• ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო)
• ინგლისური ენა (გასაუბრება)

* გამოცდების ზუსტი განრიგი გამოქვეყნდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.


00:57 / 29.08.2020
ონლაინ რეგისტრაცია საბაკალავრო პროგრამაზე
ონლაინ რეგისტრაცია საბაკალავრო პროგრამაზე

აბიტურიენტებმა რეგისტრაციისას უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:


• ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი (ან ცნობა 2021 წლის კურსდამთაბრებულებისათვის)
• ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საგამოცდო ბარათი
• სარეგისტრაციო ფორმის ელექტრონული ვერსია (იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა)
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ელექტრონული ასლი
• ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ელექტრონული ვერსია
• სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის)
• ორი ფოტოსურათი ელექტრონული სახით (JPG)
• მოძღვრის რეკომენდაციის ელექტრონული ასლი (იხილეთ სარეკომენდაციო წერილის შაბლონი)




რეგისტრაციისას გასათვალისწინებელი რჩევები!

• დოკუმენტების გამოგზავნისას წერილში მითითებული უნდა იყოს
• აბიტურიენტის სახელი და გვარი;
• დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს დასკანირებული სახით;
• ყველა დოკუმენტი უნდა აიტვირთოს ერთ წერილში;
• თითოეული ფაილი დასათაურდეს ქვემოთ მოყვანილი პრინციპის შესაბამისად.

ფაილის დასათაურების პრინციპი:
სახელი, გვარი, დოკუმენტის სახელი (პირადობა / ატესტატი / სამხედროს დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის) / ფოტო / მოძღვრის სარეკომენდაციო წერილი).

მაგალითად:
• სახელი, გვარი - სარეგისტრაციო ფორმა
• სახელი, გვარი - პირადობა
• სახელი, გვარი - ატესტატი
• სახელიმ გვარი - სამხედროს დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის)
• სახელი, გვარი - ფოტო
• სახელი, გვარი - მოძღვრის სარეკომენდაციო წერილი


ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საბუთი ელექტრონული სახით უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მეილზე: register.galobisuniversiteti@gmail.com

კონტაქტი:
სასწავლო პროცესის მართვის სამსახური

სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი - ეკატერინე ყაზარაშვილი
ტელეფონი: 598 14 84 31


email: register.galobisuniversiteti@gmail.com

მისამართი:
0179, ქ. თბილისი
ზ. ანჯაფარიძის ქუჩა № 21

14:20 / 22.06.2020
განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) სამოქმედო გეგმა
ა(ა)იპ – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი

განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) სამოქმედო გეგმა


გასატარებელი ღონისძიებები შესრულების ვადები
2014 2015 2016 2017 2018 2019
მართვის პროცესი
ახალი ვებგვერდის შექმნა
მართვის პროცესის ოპტიმიზაცია ელექტრონული აღრიცხვისა და
შეფასების სისტემის დანერგვით
დაწესებულების მიისიიდან და დასახული ამოცანებიდან გამომდინარე,
სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების დახვეწა
ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის კვალიფიკაციის
ამაღლების ხელშეწყობა ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების და სხვა
ღონისძიებების მეშვეობით
სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის დაფინანსების უზრუნველყოფა
სწავლების პროცესის ორგანიზება
სწავლების პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების
დანერგვა და განვითარება

უცხოელი სტუდენტების მოზიდვა და მათი სწავლისა და სწავლების
სისტემის დაგეგმვა და განვითარება

საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი განვითარება
სტუდენტების უზრუნველყოფა საგანმანათლებლო პროგრამის
შესაბამისი ყველა თვალსაჩინოებითა და ვიდეოლექციებით
სტუდენტთა უცხოეთის შესაბამისი პროფილის საგანამანათლებლო
დაწესებულებებში გაგზავნის ხელშეწყობა
სტუდენტთა ზოგადი განათლებისათვის საჭირო ლექციების,
მასტერ-კლასებისა და ექსკურსიების ორგანიზება
პარტნიორული ურთიერთობები
სამუსიკო და საღვთისმეტყველო სფეროში საქართველოს სხვა
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მემორანდუმების
გაფორმება და კონტაქტების დამყარება/გაძლიერება
საერთაშორისო მემორანდუმების გაფორმება მსოფლიოს სხვადასხვა
უნივერსიტეტებთან და სასწავლო დაწესებულებებთან
საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებასთან“
აქტიური თანამშრომლობა შემეცნებითი ფორმატის გადაცემების
მომზადებისა და სასწავლებლის საქმიანობის ასახვის მხრივ
საქართველოს საპატრიარქოსთან, საქართველოს მეცნიერებისა და
განათლების სამინისტროსთან, საქართველოს კულტურის
სამინისტროსთან, ფოლკლორის ცენტრთან და ფონდ „ქართულ გალობასთან“
აქტიური თანამშრომლობა სასწავლებლის პროფილის შესაბამისი
ღონისძიებების და პროექტების ორგანიზების მიზნით.
კურსდამთვარებულთა დასაქმებისხელშეწყობის მიზნით დამსაქმებლებთან
ურთიერთობების ფორმირებადა განვითარება
მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფა
სასწავლო აუდიტორიების კეთილმოწყობა, სასწავლო
ინვენტარისგანახლება და აღჭურვა საგანმანათლებლო პროგრამების
მიზნებისა და სწავლის შედეგების რეალიზების უზრუნველყოფის მიზნით
საკონფერენციო დარბაზის გარემონტება და აღჭურვა ვიდეო-კონფერენციის
სისტემით
საბიბლიოთეკო ფონდის (ბეჭდვითი, აუდიო-, ვიდეო-) განახლება/შევსება
უახლესიქართულენოვანი და უცხოენავანი სასწავლო–სამეცნიერო
და მეთოდური ლიტერატურით, პერიოდიკით
საკონცერტო დარბაზის გარემონტება და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა
ხმის ჩამწერი სტუდიის გარემონტება და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა
კათედრა
კათედრა
სვიმონ ჯანგულაშვილი

საეკლესიო მუსიკოლოგიის კათედრის გამგე







განათლება
შრომითი საქმიანობა
გამოქვეყნებული პუბლიკაციები
საერთაშორისო კონფერენციები

1993 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი, ხოლო 1997 წელს — კომპოზიციისა და მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტის ასპირანტურა მუსიკის თეორიის სპეციალობით.

1997 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საღვთო ლიტურგია ღვთისმსახურების ქართულ პრაქტიკაში (მუსიკალურ-ლიტურგიკული ასპექტი)“ და მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

1997 წლიდან მუშაობს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში შემდეგ თანამდებობებზე:

1997-1999წწ. — მუსიკის თეორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი;

2000-2005წწ. — მუსიკის თეორიის კათედრის მასწავლებელი;

2001-2005წწ. — უფროსი მასწავლებელი;

2005 წელს აირჩიეს დოცენტის თანამდებობაზე;

ამავე წლიდან არის ასოცირებული პროფესორი.

2005-2013 წწ. — ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო 2013 წლიდან — სამსახურის უფროსი;

  1. მართლმადიდებელთა ლიტურგია და კათოლიკური მესა, საერთო და განმასხვავებელი ნიშნები, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 1994წ.;
  2. ქართული მართლმადიდებლური ლიტურგიის კომპოზიციური თავისებურებანი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, №3, თბილისი, 1997წ.;
  3. „დილოგის პრონციპი“ ღვთისმსახურებაში, მისი როლი, ფუნქციები ლიტურგიაში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 1997წ.;
  4. ჟამისწირვის რიტუალში მონაწილე მრევლისა და მგალობელთა ფუნქციების შესახებ, „საქართველოს საპატრიარქო“, №1, თბილისი, 1998წ.;
  5. წმინდა ძღვნისშეწირვის რიტუალის მუსიკალური მხარე აღმოსავლურ და დასავლურ საღვთისმსახურო პრაქტიკაში, „ხელოვნება“,№3, თბილისი, 1998წ.;
  6. ლიტურგიის საგალობელთა სტრუქტურული და ინტონაციური თავისებურებანი (XIX საუკუნის ბოლოს შესრულებული სანოტო ჩანაწერების მიხედვით), მუსიკის თეორიის კათედრის დაარსების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 1998წ.;
  7. გალობა და მისი როლი ქრისტიანულ საღვთისმსახურო რიტუალებში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციის მასალები, თბილისი, 1999წ.;
  8. მუსიკისა და სიტყვის ურთიერთობის პრობლემისათვის ქართულ საგალობლებში (ტროპარის IV ხმის საგალობელთა მაგალითზე), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 2000წ.;
  9. ქართული საეკლესიო საგალობელი — ქრისტიანული კულტურის თვითმყოფადი ნაწილი, „ქრისტიანობა და კულტურის ისტორიის პრობლემები“, კონფერენციის მასალები, თბილისი, 2000წ.;
  10. ქართული გალობის ისტორიიდან, „საქართველოს საპატრიარქო“, №4, თბილისი, 2001წ.;
  11. სადღესასწაულო ტროპარი და მისი კომპოზიციური თავისებურებები, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 2001წ.;
  12. მართლმადიდებლური ლიტურგიისა და კათოლიკური მესის მუსიკალური კომპოზიციის თავისებურებანი (შედარებითი ანალიზი), სასულიერო და საერო მუსიკის მრავალხმიანობის პრობლემები, ქრისტეშობის 2000 და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2001წ.;
  13. ქართული საგალობელი ზოგადქრისტიანული და ეროვნული კულტურის ჭრილში, „ქართული საეკლესიო გალობა, ერი და ტრადიცია“, სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2001წ.;
  14. XVII-XVIII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში დაცული ჭრელთა ნუსხები, „რწმენა და ცოდნა“, თბილისი, 2001-2002წწ.;
  15. ჭრელის სისტემა ქართულ სამგალობლო პრაქტიკაში (თანაავტორი მ. ანდრიაძე), ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბილისი, 2002წ.;
  16. ჭრელისა და ნევმური სისტემის ურთიერთმიმართების საკითხისათვის, ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბილისი, 2004წ.;
  17. რვა ხმის სისტემა ჭრელთა ნუსხებში, „ქრისტიანობა ჩვენს ცხოვრებაში: წარსული, აწმყო და მომავალი“, მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბილისი, 2005წ.;
  18. სამეცნიერო ჟურნალი „ლოგოსი“, თბილისი, 2007წ.;
  19. Система „Чрели“ в церковном пении, Scientific review, issue 88, vol. 2. Early music-contemporary outlook. Collection of articles. Kyiv, 2007წ.;
  20. კილო-მოდუსები ქართულ საეკლესიო საგალობლებში, ტრადიციული მრავალხმიანობის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბილისი, 2010წ.;
  21. ქართული საეკლესიო გალობა, როგორც ქრისტიანული კულტურის თვითმყოფადი ტრადიცია, „ცხოვრება ტურიზმის გზით – ქვეყნები, ისტორია, კულტურული ტურიზმი“, საერთაშორისო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2010წ.;
  22. მოდალური აზროვნების თავისებურებების გამოვლენა ქართულ საგალობლებში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 2013წ.

მუსიკის თეორიის კათედრის დაარსების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 1998წ.;

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია, თბილისი, 1999წ.;

გ. ორჯონიკიძის დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „მუსიკა კულტურის კონტექსტში“, თბილისი, 1999წ.;

ქრისტეშობის 2000 და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 2001წ.;

„ქრისტიანობა და კულტურის ისტორიის პრობლემები“, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 2001წ.;

ქართული საეკლესიო გალობა, ერი და ტრადიცია — პრობლემები“, ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 2001წ.;

საქართველოს პროფესორ-მასწავლებელთა VIII რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 2001წ.;

ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი, 2002წ.;

ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი, 2004წ.;

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო კონფერენცია „ქართული გალობის ერთი საუკუნე (1801-1921), თბილისი, 2005წ.

„ქრისტიანობა ჩვენს ცხოვრებაში: წარსული, აწმყო და მომავალი“, მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი, 2005წ.;

ტრადიციული მრავალხმიანობის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი, 2008წ.;

დ. ვოზნესენსკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ძველებური მუსიკა – თანამედროვე ხედვა“, უკრაინა, 2008წ.;

ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის V საერთაშორისო ფესტივალი, ბათუმი, 2009წ.;

„ცხოვრება ტურიზმის გზით – ქვეყნები, ისტორია, კულტურული ტურიზმი“, საერთაშორისო კონფერენცია, თბილისი, 2010წ.;

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის კათედრის კონფერენცია, თბილისი, 2012წ.

ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის VII საერთაშორისო ფესტივალი, ბათუმი, 2012წ.;

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კონფერენცია „საეკლესიო გალობა – ტრადიცია, კანონიკა, შემსრულებლობა“, თბილისი, 2013წ.


15:19 / 14.11.2018
დეკანატი
დეკანატი
თამარ ჩხეიძე

დეკანი

ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი


დაიბადა 1969 წლის 25 მაისს ქ. თბილისში.

ტელეფონი: 599 11 41 60

ელ.ფოსტა: tchkheidze69@gmail.com




შესახებ
გამოქვეყნებული პუბლიკაციები
>საერთაშორისო კონფერენციები

1993 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი, ხოლო 1997 წელს — კომპოზიციისა და მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტის ასპირანტურა მუსიკის თეორიის სპეციალობით.
1997 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საღვთო ლიტურგია ღვთისმსახურების ქართულ პრაქტიკაში (მუსიკალურ-ლიტურგიკული ასპექტი)“ და მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
1997 წლიდან მუშაობს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში შემდეგ თანამდებობებზე: 1997-1999წწ. — მუსიკის თეორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; 2000-2005წწ. — მუსიკის თეორიის კათედრის მასწავლებელი; 2001-2005წწ. — უფროსი მასწავლებელი; 2005 წელს აირჩიეს დოცენტის თანამდებობაზე; ამავე წლიდან არის ასოცირებული პროფესორი. 2005-2013 წწ. — ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო 2013 წლიდან — სამსახურის უფროსი.

>გამოქვეყნებული პუბლიკაციები:

1.მართლმადიდებელთა ლიტურგია და კათოლიკური მესა, საერთო და განმასხვავებელი ნიშნები, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 1994წ.;
2.ქართული მართლმადიდებლური ლიტურგიის კომპოზიციური თავისებურებანი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, №3, თბილისი, 1997წ.;
3.„დილოგის პრონციპი“ ღვთისმსახურებაში, მისი როლი, ფუნქციები ლიტურგიაში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 1997წ.;
4.ჟამისწირვის რიტუალში მონაწილე მრევლისა და მგალობელთა ფუნქციების შესახებ, „საქართველოს საპატრიარქო“, №1, თბილისი, 1998წ.;
5.წმინდა ძღვნისშეწირვის რიტუალის მუსიკალური მხარე აღმოსავლურ და დასავლურ საღვთისმსახურო პრაქტიკაში, „ხელოვნება“,№3, თბილისი, 1998წ.;
6.ლიტურგიის საგალობელთა სტრუქტურული და ინტონაციური თავისებურებანი (XIX საუკუნის ბოლოს შესრულებული სანოტო ჩანაწერების მიხედვით), მუსიკის თეორიის კათედრის დაარსების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 1998წ.;
7.გალობა და მისი როლი ქრისტიანულ საღვთისმსახურო რიტუალებში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციის მასალები, თბილისი, 1999წ.;
8.მუსიკისა და სიტყვის ურთიერთობის პრობლემისათვის ქართულ საგალობლებში (ტროპარის IV ხმის საგალობელთა მაგალითზე), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 2000წ.;
9.ქართული საეკლესიო საგალობელი — ქრისტიანული კულტურის თვითმყოფადი ნაწილი, „ქრისტიანობა და კულტურის ისტორიის პრობლემები“, კონფერენციის მასალები, თბილისი, 2000წ.;
10.ქართული გალობის ისტორიიდან, „საქართველოს საპატრიარქო“, №4, თბილისი, 2001წ.;
11.სადღესასწაულო ტროპარი და მისი კომპოზიციური თავისებურებები, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 2001წ.;
12.მართლმადიდებლური ლიტურგიისა და კათოლიკური მესის მუსიკალური კომპოზიციის თავისებურებანი (შედარებითი ანალიზი), სასულიერო და საერო მუსიკის მრავალხმიანობის პრობლემები, ქრისტეშობის 2000 და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2001წ.;
13.ქართული საგალობელი ზოგადქრისტიანული და ეროვნული კულტურის ჭრილში, „ქართული საეკლესიო გალობა, ერი და ტრადიცია“, სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2001წ.;
14.XVII-XVIII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში დაცული ჭრელთა ნუსხები, „რწმენა და ცოდნა“, თბილისი, 2001-2002წწ.;
15.ჭრელის სისტემა ქართულ სამგალობლო პრაქტიკაში (თანაავტორი მ. ანდრიაძე), ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბილისი, 2002წ.;
16.ჭრელისა და ნევმური სისტემის ურთიერთმიმართების საკითხისათვის, ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბილისი, 2004წ.;
17.რვა ხმის სისტემა ჭრელთა ნუსხებში, „ქრისტიანობა ჩვენს ცხოვრებაში: წარსული, აწმყო და მომავალი“, მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბილისი, 2005წ.;
18.Система „Чрели“ в церковном пении, Scientific review, issue 88, vol. 2. Early music-contemporary outlook. Collection of articles. Kyiv, 2007წ.;
19.კილო-მოდუსები ქართულ საეკლესიო საგალობლებში, ტრადიციული მრავალხმიანობის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბილისი, 2010წ.;
20.ქართული საეკლესიო გალობა, როგორც ქრისტიანული კულტურის თვითმყოფადი ტრადიცია, „ცხოვრება ტურიზმის გზით – ქვეყნები, ისტორია, კულტურული ტურიზმი“, საერთაშორისო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2010წ.;
მოდალური აზროვნების თავისებურებების გამოვლენა ქართულ საგალობლებში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 2013წ.

მუსიკის თეორიის კათედრის დაარსების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 1998წ.;

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია, თბილისი, 1999წ.;

გ. ორჯონიკიძის დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „მუსიკა კულტურის კონტექსტში“, თბილისი, 1999წ.;

ქრისტეშობის 2000 და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 2001წ.;

„ქრისტიანობა და კულტურის ისტორიის პრობლემები“, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 2001წ.;

ქართული საეკლესიო გალობა, ერი და ტრადიცია — პრობლემები“, ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 2001წ.;

საქართველოს პროფესორ-მასწავლებელთა VIII რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 2001წ.;

ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი, 2002წ.;

ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი, 2004წ.;

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო კონფერენცია „ქართული გალობის ერთი საუკუნე (1801-1921), თბილისი, 2005წ.

„ქრისტიანობა ჩვენს ცხოვრებაში: წარსული, აწმყო და მომავალი“, მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი, 2005წ.;

ტრადიციული მრავალხმიანობის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი, 2008წ.;

დ. ვოზნესენსკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ძველებური მუსიკა – თანამედროვე ხედვა“, უკრაინა, 2008წ.;

ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის V საერთაშორისო ფესტივალი, ბათუმი, 2009წ.;

„ცხოვრება ტურიზმის გზით – ქვეყნები, ისტორია, კულტურული ტურიზმი“, საერთაშორისო კონფერენცია, თბილისი, 2010წ.;

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის კათედრის კონფერენცია, თბილისი, 2012წ.

ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის VII საერთაშორისო ფესტივალი, ბათუმი, 2012წ.;

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კონფერენცია „საეკლესიო გალობა – ტრადიცია, კანონიკა, შემსრულებლობა“, თბილისი, 2013წ.

14:28 / 14.11.2018
აკადემიური პერსონალი

ნოდარ მამისაშვილი — ემირიტუსი

დეკანოზი მიქაელ (მერაბ) გალდავა — პროფესორი, ლიტურგიკისა და ლიტურგიკული ღვთისმეტყველების სასწავლო კურსის პედაგოგი

მალხაზ ერქვანიძე — ასოცირებული პროფესორი, სოციალური მეცნიერებების დოქტორი, საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის სახელოსნოს უფროსი

თამარ ჩხეიძე — ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საეკლესიო მუსიკოლოგიის კათედრის გამგე

დავით შუღლიაშვილი — ასოცირებული პროფესორი, მუსიკოლოგიის დოქტორი, საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის სახელოსნოს უფროსი

ეკატერინე ონიანი — ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

ირმა მათიაშვილი – ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

დეკანოზი დავით (გელა) თავაძე — ასოცირებული პროფესორი

ნინო ხატიაშვილი — ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

მაკა ხარძიანი — ასოცირებული პროფესორი, მუსიკოლოგიის დოქტორი

თეონა რუხაძე — ასოცირებული პროფესორი, „ელის ა.მარტინის სახელობის საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის ქალთა შემოქმედებითი სახელოსნოს“ უფროსი, სალოტბარო ხელოვნების მოდულისა და გუნდის (ქალები) ხელმძღვანელი

ზურაბ წკრიალაშვილი — ასისტენტ-პროფესორი

ლევან ვეშაპიძე — ასისტენტ-პროფესორი, საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის სახელოსნოს უფროსის ასისტენტი

ალა ჩუტკერაშვილი — ასისტენტ-პროფესორი

თამარ თოლორდავა — ასისტენტ-პროფესორი



მოწვეული პედაგოგები:

გიორგი დონაძე — გაერთიანებული გუნდის ხელმძღვანელი

სერგო ურუშაძე - გუნდის ხელმძღვანელის ასისტენტი

გოჩა ბიძინაშვილი — საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის სახელოსნოს უფროსის ასისტენტი

ბექა კოვზიაშვილი – საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის სახელოსნოს უფროსის ასისტენტი

დავით კოლელიშვილი — საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის სახელოსნოს უფროსის ასისტენტი

ტატიანა მეგრელიძე — ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის პედაგოგი

ნინო ნანეიშვილი — ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის პედაგოგი

ეკატერინე ყაზარაშვილი - ქართული საეკლესიო გალობის პედაგოგი

ნინო რაზმაძე — სალოტბარო ხელოვნების მოდულისა და გუნდის (ქალები) ხელმძღვანელის ასისტენტი

ბესიკ ფირცხელანი — ქართული ხალხური საკრავების (ჭუნირი, ჩანგი) პედაგოგი

გიორგი ხუნაშვილი — საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის სახელოსნოს უფროსის ასისტენტი

ელდარ ბუბულაშვილიისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ისტორიის პედაგოგი

ლიანა წურწუმიაფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, კულტუროლოგიის პედაგოგი

თამარ ასათიანიაკადემიური წერის პედაგოგი

ოთარ ხაზალიაინგლისური ენის პედაგოგი

ჯულიეტა შოშიაშვილიძველი ბერძნული ენის პედაგოგი

მანანა ჟღენტიმუსიკალური ინფორმატიკის პედაგოგი

მიხეილ ედიშერაშვილიდირიჟორობის საფუძვლების პედაგოგი

გიორგი გოგიტაძექართული ხალხური საკრავების (ფანდური, ჩონგური) პედაგოგი

ალეკო გელაშვილიქართული საფერხულო წყობის ცეკვების სასწავლო კურსის პედაგოგი, დოქტორი

ია ღადუა — ქართული ჰიმნოგრაფიის ისტორიის სასწავლო კურსის პედაგოგი, დოქტორი

რუსუდან წურწუმია — საეკლესიო გალობის ესთეტიკის სასწავლო კურსის პედაგოგი,დოქტორი

ნიკოლოზ ჯოხაძე — გარმონის პედაგოგი

თამაზ გაბისონია მუსიკოლოგიის დოქტორი
16:50 / 13.11.2018
მიღება
ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება ხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 11 პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის N92/ნ ბრძანებით დამტკიცებული “მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წესის“ შესაბამისად.



ა(ა)იპ – „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“ საეკლესიო მუსიკის ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წესი



მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს ა(ა)იპ „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში“ (შემდეგში – უმაღლესი სასწავლებელი) საეკლესიო მუსიკის ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე (შემდეგში – საგანმანათლებლო პროგრამა) სტუდენტების ჩარიცხვის წესსა და პირობებს.

მუხლი 2. საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მქონე პირი

ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს.

მუხლი 3. ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა

საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება ამ წესით განსაზღვრული უმაღლესი სასწავლებლის შიდა გამოცდების შედეგების მიხედვით – ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში;

1. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წესდება შემდეგი შიდა გამოცდები:
  • ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო) – (გამოცდის ფორმა – გასაუბრება);
  • საეკლესიო გალობა და ხალხური სიმღერა – (გამოცდის ფორმა-ზეპირი);
  • მუსიკის თეორია – (გამოცდის ფორმა – წერა-ზეპირი).
2. შიდა გამოცდების პროგრამები, რეგლამენტი და თარიღი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის რექტორის აქტით;
3. შიდა გამოცდების ორგანიზებისა და შედეგების შეფასების მიზნით უმაღლეს სასწავლებელში გამოცდებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე რექტორის აქტით იქმნება შესაბამისი საგნობრივი საგამოცდო კომისიები;
4. თითოეული შიდა გამოცდა ფასდება 100-ქულიანი სისტემით. დადებით შეფასებად ითვლება 51 ქულა და მეტი;
5. საგამოცდო ცხრილით დადგენილი გამოცდაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის, ან წინა გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში მომდევნო გამოცდაზე აბიტურიენტი არ დაიშვება;
6. გამოცდაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში აბიტურიენტს უფლება ეძლევა ეს გამოცდა ჩააბაროს არაუგვიანეს 30 სექტემბრისა;
7. საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება მიმღები საგამოცდო კომისიის მიერ დამტკიცებული ყველა გამოცდის დაჯამებული შედეგების გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული ადგილების ქვოტის შესაბამისად – მაქსიმალური ქულიდან ქვემოთ. თანაბარი საგამოცდო შედეგების  არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება საეკლესიო გალობასა და ხალხურ სიმღერის გამოცდაში მიღებულ შეფასებას; ხოლო ამ საგანშიც თანაბარი ქულების შემთხვევაში აბიტურიენტის ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმღები კომისია.


მუხლი 4. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღებული შედეგები

უმაღლესი სასწავლებელი ეყრდნობა აბიტურიენტის მიერ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან წარმოდგენილ ამონაბეჭდს, რომელშიც მოცემულია ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მიღებული ქულა.

მუხლი 5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა

უმაღლეს სასწავლებელში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება დაწესებულებასა და აბიტურიენტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;

  1. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა დგება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტი და მისი გამოცემიდან 15 დღის ვადაში იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში;
  2. აბიტურიენტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.






სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით;



დამტკიცებულია:

ა(ა)იპ „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება –

გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“

რექტორის 2014 წლის 01 სექტემბრის № ო/09 ბრძანებით



ა(ა)იპ – „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“ საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის სამაგისტრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წესი

მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს ა(ა)იპ „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში“ (შემდეგში – უმაღლესი სასწავლებელი) საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის სამაგისტრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე (შემდეგში – სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა) სტუდენტების ჩარიცხვის წესსა და პირობებს.

მუხლი 2. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მქონე პირი

ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;

მუხლი 3. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე, ამ წესით განსაზღვრული შიდა გამოცდების შედეგების მიხედვით;

1. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წესდება შემდეგი შიდა გამოცდები:
ა)ქართული საეკლესიო მუსიკის ისტორია და თეორია გასაუბრება;

ბ) ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო) – გასაუბრება;

გ) უცხო ენა – (გასაუბრება).

2. შიდა გამოცდების პროგრამებს, ჩატარების ფორმასა და თარიღს განსაზღვრავს უმაღლესი სასწავლებლის რექტორი აქტით;
3. შიდა გამოცდების ორგანიზებისა და მათი შედეგების შეფასების მიზნით, უმაღლეს სასწავლებელში გამოცდებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე რექტორის აქტით იქმნება შესაბამისი საგნობრივი საგამოცდო კომისიები;
4. თითოეული გამოცდა ფასდება 100 ქულიანი სისტემით. გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას;
5. საგამოცდო ცხრილით დადგენილი გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მომდევნო გამოცდაზე მაგისტრანტობის კანდიდატი არ დაიშვება;
6. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება მიმღები საგამოცდო კომისიის მიერ დამტკიცებული ყველა გამოცდის დაჯამებული შედეგების გათვალისწინებით, უმაღლესი სასწავლებლის მიერ განსაზღვრული ადგილების რაოდენობის შესაბამისად – მაქსიმალური ქულიდან ქვემოთ. თანაბარი საგამოცდო შედეგების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართული საეკლესიო მუსიკის ისტორიის გამოცდაში მიღებულ შეფასებას; ხოლო ამ საგანშიც თანაბარი ქულების შემთხვევაში აბიტურიენტის ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმღები კომისია.


მუხლი 4. უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა

უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა ხდება შიდა სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე;

  1. მაგისტრანტობის კანდიდატთა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ;
  2. უმაღლეს სასწავლებელში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვა ფორმდება სასწავლებელსა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
  3. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები უმაღლესი სასაწავლებლის მიერ დგება რექტორის ერთიანი აქტი, რომელიც 5 ოქტომბრამდე იგზავნება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. რექტორის ერთიან აქტში მითითებული უნდა იყოს მაგისტრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. უმაღლესმა სასწავლებელმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ყოველი წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისი ინფორმაცია ჩარიცხული პირების შესახებ ელექტრონული ფორმით;
  4. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი სასწავლებლის რექტორის ერთიანი აქტის გამოცემის შემდეგ პირი ხდება უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი – მაგისტრანტი.
16:30 / 13.11.2018
განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) სამოქმედო გეგმა
ა(ა)იპ – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი
განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) სამოქმედო გეგმა



გასატარებელი ღონისძიებები შესრულების ვადები
2014 2015 2016 2017 2018 2019
მართვის პროცესი
ახალი ვებგვერდის შექმნა
მართვის პროცესის ოპტიმიზაცია ელექტრონული
აღრიცხვისა და შეფასების სისტემის დანერგვით

დაწესებულების მიისიიდან და დასახული ამოცანებიდან გამომდინარე,
სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების დახვეწა


ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის კვალიფიკაციის
ამაღლების ხელშეწყობა ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების და სხვა ღონისძიებების მეშვეობით





სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის დაფინანსების უზრუნველყოფა




სწავლების პროცესის ორგანიზება
სწავლების პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების დანერგვა და განვითარება
უცხოელი სტუდენტების მოზიდვა და მათი სწავლისა და სწავლების
სისტემის დაგეგმვა და განვითარება
საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი განვითარება
სტუდენტების უზრუნველყოფა საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი
ყველა თვალსაჩინოებითა და ვიდეოლექციებით
სტუდენტთა უცხოეთის შესაბამისი პროფილის საგანამანათლებლო
დაწესებულებებში გაგზავნის ხელშეწყობა
სტუდენტთა ზოგადი განათლებისათვის საჭირო ლექციების,
მასტერ-კლასებისა და ექსკურსიების ორგანიზება
პარტნიორული ურთიერთობები
სამუსიკო და საღვთისმეტყველო სფეროში საქართველოს სხვა
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მემორანდუმების
გაფორმება და კონტაქტების დამყარება/გაძლიერება
საერთაშორისო მემორანდუმების გაფორმება მსოფლიოს სხვადასხვა
უნივერსიტეტებთან და სასწავლო დაწესებულებებთან
საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებასთან“ აქტიური
თანამშრომლობა შემეცნებითი ფორმატის გადაცემების მომზადებისა და
სასწავლებლის საქმიანობის ასახვის მხრივ
საქართველოს საპატრიარქოსთან, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსთან, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან, ფოლკლორის ცენტრთან და ფონდ „ქართულ გალობასთან“ აქტიური თანამშრომლობა სასწავლებლის პროფილის შესაბამისი ღონისძიებების და პროექტების ორგანიზების მიზნით.
კურსდამთვარებულთა დასაქმებისხელშეწყობის მიზნით დამსაქმებლებთან ურთიერთობების ფორმირებადა განვითარება
მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფა
სასწავლო აუდიტორიების კეთილმოწყობა, სასწავლო ინვენტარისგანახლება და აღჭურვა საგანმანათლებლო პროგრამების მიზნებისა დასწავლის შედეგების რეალიზების უზრუნველყოფის მიზნით
საკონფერენციო დარბაზის გარემონტება და აღჭურვა ვიდეო-კონფერენციის სისტემით
საბიბლიოთეკო ფონდის (ბეჭდვითი, აუდიო-, ვიდეო-) განახლება/შევსება უახლესიქართულენოვანი და უცხოენავანი სასწავლო–სამეცნიერო დამეთოდური ლიტერატურით, პერიოდიკით
საკონცერტო დარბაზის გარემონტება და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა
ხმის ჩამწერი სტუდიის გარემონტება და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა
აბიტურიენტთათვის
აბიტურიენტთათვის
ბაკალავრიატი:

საბაკალავრო პროგრამის შიდა მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
მაგისტრატურა
მაგისტრატურა
გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი ახორციელებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
12:33 / 12.11.2018
ბაკალავრიატი
ბაკალავრიატი
გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი ახორციელებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და სასწავლებელს შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი


ქ.თბილისი                                                                                                               10 სექტემბერი 2014 წელი


სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასა და ა(ა)იპ – „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს“ შორის


სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (შემდგომში – კონსერვატორია) წარმოდგენილი მისი რექტორის ——————————- სახით და ა(ა)იპ „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი“ (შემდგომში – სასწავლებელი) – წარმოდგენილი მისი რექტორის – არქიმანდრიტ იოანე (სილევან) კიკვაძის სახით ხელმძღვანელობენ რა ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპებით, გამოხატავენ ურთიერთთანამშრომლობის სურვილს და დებენ წინამდებარე მემორანდუმს შემდეგზე:



მუხლი 1. მემორანდუმის საგანი


წინამდებარე მემორანდუმის საგანია მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა საეკლესიო მუსიკის მიმართულებით პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი სპეციალისტების მომზადების სფეროში, კერძოდ, სასწავლებლის საეკლესიო მუსიკისა და საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში, ამ პროგრამის სტუდენტების მიერ გავლილი, შეცვლილი ან გაუქმებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების აღიარება და სტუდენტების ჩარიცხვა შესაბამის სპეციალობებზე.


მუხლი 2. მემორანდუმის მიზანი



წინამდებარე მემორანდუმის მიზანია:

ა) კვალიფიციური საეკლესიო მუსიკისა და საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის მიმართულებით განათლების ხელშეწყობა;

ბ) ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართულია სამეცნიერო კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისკენ.

მუხლი 3. მხარეთა უფლება-მოვალეობები


  1. კონსერვატორია კისრულობს ვალდებულებას სასწავლებლის საეკლესიო მუსიკისა და საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში, უზრუნველყოს ამ პროგრამის სტუდენტების მიერ გავლილი შეცვლილი ან გაუქმებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების აღიარება და სტუდენტების ჩარიცხვა შესაბამის სპეციალობებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  2. სასწავლებელი კისრულობს ვალდებულებას კონსერვატორიას წერილობით აცნობოს იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც იგეგმება სასწავლებლის სასწავლო პროგრამაში.

მუხლი 4. მემორანდუმით სარგებლობის ვადა

  1. მემორანდუმი ძალაშია მისი ხელმოწერის მომენტიდან 6 წლის ვადითდა ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი სამი წლის ვადით იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს განზრახვას, წინამდებარე მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
  2. მემორანდუმი შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად და ინახება მხარეებთან.

მუხლი 5. მხარეთა რეკვიზიტები


ა(ა)იპ – „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულება გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი“ – ს/ნ 404924310. მისამართი: ქ.თბილისი, ს.ეულის ქ.N3. ტელ.: 2306592



სსიპ –



რექტორი                                                                       არქიმანდრიტი იოანე (სილევან) კიკვაძე

ხელმოწერა

ბ.ა.



————————————————————————

————————————————————————
მემორანდუმი საქველმოქმედო ფონდ „ქართულ გალობასა“ და სასწავლებელს შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი


ქ.თბილისი                                                                                                                 02 დეკემბერი, 2014 წელი


ა(ა)იპ – „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელსა“ და ფონდ „ქართულ გალობას“ შორის


ა(ა)იპ „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი“ (შემდგომში – სასწავლებელი) – წარმოდგენილი მისი რექტორის – არქიმანდრიტ იოანე (სილევან) კიკვაძის სახით და ფონდი „ქართული გალობა“ – წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის – ნანა გოთუას სახით, ხელმძღვანელობენ რა ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპებით, გამოხატავენ ურთიერთთანამშრომლობის სურვილს და დებენ წინამდებარე მემორანდუმს შემდეგზე:

მუხლი 1. მემორანდუმის საგანი

წინამდებარე მემორანდუმის საგანია მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა ქართული ტრადიციული გალობისა და ქართული ხალხური სიმღერის პრაქტიკოს და თეორეტიკოს სპეციალისტთა მომზადებისა და დასაქმების სფეროში.

მუხლი 2. მემორანდუმის მიზანი

წინამდებარე მემორანდუმის მიზანია:

ა)ქართული ტრადიციული გალობისა და ქართული ხალხური მუსიკის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია;

ბ)მომავალი თაობებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ქართული ტრადიციული გალობისა და ქართული ხალხური მუსიკის შესწავლისთვის.

მუხლი 3. თანამშრომლობის ფარგლები

       1. სასწავლებელი იღებს ვალდებულებას:
მოამზადოს ქართული ტრადიციული გალობისა და ქართული ხალხური მუსიკის სპეციალისტები რეგიონებში შექმნილი შესაბამისი დარგის სასწავლო, საღვთიმსახურო და სხვა სახის დაწესებულებებისთვის.

      2. ფონდი „ქართული გალობა“ იღებს ვალდებულებას:
ა) შესაძლებლობის ფარგლებში დააფინანსოს მაღალმთიან რეგიონებში 2 წლის ვადით საეკლესიო გალობის რეგენტად და მასწავლებლად მივლინებული ერთი ან ორი კურსდამთავრებული ყოველთვიური შრომითი ანაზღაურებით (500 ლარი);

ბ) შესაძლებლობის ფარგლებში დააფინანსოს სასწავლებელში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა.



მუხლი 4. მემორანდუმის მოქმედება და მისი ვადაზე ადრე შეწყვეტა


მემორანდუმი ძალაშია მისი ხელმოწერის მომენტიდან სამი წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი სამი წლის ვადით იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს განზრახვას, წინამდებარე მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.


მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

  1. წინამდებარე მემორანდუმში შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;
  2. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა მოგვარდეს ურთიერთმოლაპარაკების გზით;
  3. წინამდებარე მემორანდუმი შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად და ინახება მხარეებთან.
მუხლი 5. მხარეთა რეკვიზიტები

ა(ა)იპ – „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი“ – ს/ნ 404924310. მისამართი: ქ.თბილისი, ს.ეულის ქ.№3. ტელ.: 2306592



რექტორი                                                                                         არქიმანდრიტი იოანე (სილევან) კიკვაძე



ფონდი „ქართული გალობა“ - მის.: ქ.თბილისი, გერგეთის ქ.№3, ს/ნ 404440761 ტელ.: 243 94 44



გენერალური დირექტორი                                                                   ნანა გოთუა
მემორანდუმი საპატრიარქოს ბიბლიოთეკასა და სასწავლებელს შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი


ქ.თბილისი                                                                                                                     15 ივლისი 2014 წელი


საქართველოს საპატრიარქოს ბიბლიოთეკასა და ა(ა)იპ – „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს“ შორის

საქართველოს საპატრიარქოს ბიბლიოთეკა (შემდგომში – საპატრიარქოს ბიბლიოთეკა) – წარმოდგენილი მისი დირექტორის მონაზონ მართა (ხათუნა) ნაჭყებიას სახით და ა(ა)იპ „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი“ (შემდგომში – სასწავლებელი) – წარმოდგენილი მისი რექტორის – არქიმანდრიტ იოანე (სილევან) კიკვაძის სახით, ხელმძღვანელობენ რა ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპებით, გამოხატავენ ურთიერთთანამშრომლობის სურვილს და დებენ წინამდებარე მემორანდუმს შემდეგზე:



  1. მემორანდუმის საგანი


წინამდებარე მემორანდუმის საგანია მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც გულისხმობს სტუდენტთა პროფესიული დაოსტატებისა და განვითარების მიზნით, სასწავლებლის სტუდენტების მიერ საპატრიაქოს ბიბლიოთეკით სარგებლობას.


        2. მემორანდუმის მიზანი


წინამდებარე მემორანდუმის მიზანია:

ა) კვალიფიციური საეკლესიო მუსიკისა და საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის განათლების განვითარების ხელშეწყობა;

ბ) ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართულია სამეცნიერო კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისკენ.



        3. მხარეთა უფლება-მოვალეობები


  1. საპატრიარქოს ბიბლიოთეკა კისრულობს ვალდებულებას უზრუნველყოს სასწავლებელი სასწავლო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო პროცესის საბიბლიოთეკო მომსახურებით (წიგნებით, ჟურნალებით, გაზეთებით, პატენტებით, საავტორო მოწმობებით, ტექნიკური კატალოგებით, გამოგონებათა აღწერილობებით, აუდიო-ვიზუალური და წერილობითი ინფორმაციის სხვა საშუალებებით სარგებლობა).
  2. სასწავლებელი კისრულობს ვალდებულებას დაიცვას საპატრიარქოს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები.


       4. მემორანდუმით სარგებლობის ვადა


  1. წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებს, ვიდრე ერთ-ერთი მხარე არ მოითხოვს მის შეწყვეტას;
  2. მემორანდუმი შედგენილია ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად და ინახება მხარეებთან.


       5. მხარეთა რეკვიზიტები


ა(ა)იპ – „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულება გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი“ – ს/ნ 404924310. მისამართი: ქ.თბილისი, ს.ეულის ქ.N3. ტელ.: 790905085







რექტორი                                                                              არქიმანდრიტი იოანე (სილევან) კიკვაძე







საქართველოს საპატრიარქოს ბიბლიოთეკა

ს/ნ 204395537. მისამართი:ქ.თბილისი, ს.ეულის ქ.N3. ტელ.:790325199







დირექტორი                                                                           მონაზონი მართა (ხათუნა) ნაჭყებია