რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 15 მარტის 18:00 საათზე დასრულდება.

აბიტურიენტმა ამ პერიოდში უნდა გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობის საფასური და გაიაროს რეგისტრაცია.

შეიტანოს პირადი ინფორმაცია, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი.

მიუთითოს ჩასაბარებელი საგანი – ქართული ენა და ლიტერატურა.

პირადი ინფორმაციის შენახვის შემდეგ, თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე მიიღებთ რეგისტრაციის დადასტურების წერილს.

თუ დასტურის წერილმა დააგვიანა დარეკეთ ცხელ ხაზზე – (32) 2473333 და პირადი ნომრის მიხედვით გადაამოწმეთ თქვენი რეგისტრაციის სტატუსი.

მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მსურველებმა საჭირო ინფორაცია იხილეთ “აბიტურიენტის ცნობარი”-ს მე-11 და 331-ე გვერდებზე.