ა(ა)იპ „გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის“ მისიაა: 

∴    სამოქალაქო საზოგადოებაში ეროვნული ღირებულებების დანერგვა-განმტკიცებისათვის მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციული ხელოვნების დაცვა და განვითარება;

∴    ეროვნულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ძლიერი საგანმანათლებლო და სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბება, მსოფლიო მასშტაბით ქართული უნიკალური ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია და საერთაშორისო სახელოვნებო სფეროებში მისი ინტეგრაციის უზრუნველყოფა;

∴    საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი და მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების საზოგადოებისათვის შეთავაზება და უზრუნველყოფა, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებების სფეროებში მაღალკვალიფიციური სპეციალისტის, როგორც ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება.