გალობის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება უმაღლესი სასწავლებლის შიდა გამოცდების შედეგების მიხედვით და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხოურ ენაში (ინგლისური) მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში.

იხილეთ საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტთა/მაგისტრანტობისკანდიდატთა ჩარიცხვის წესი

შიდა გამოცდებზე რეგისტრაციისათვის აბიტურიენტმა სასწავლებელში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:

1. უნივერსიტეტში ჩარიცხვის მსურველი წერს განცხადებას რექტორის სახელზე,
ფაკულტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით.
განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა;
გ) აბიტურიენტის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
დ) 2 ფოტოსურათი (ზომა 3×4), აგრეთვე მისი ციფრული ვერსია;
ე) სამხედრო მოწმობა, ან სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის
დამადასტურებელი საბუთი ვაჟი აბიტურიენტებისთვის ( ეს მოთხოვნა არ ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე).

   ქართული საეკლესიო მუსიკა (გალობა). გამოცდის ფორმა: ზეპირი

საგამოცდო პროგრამა

⇒   ქართული ხალხური სიმღერა. გამოცდის ფორმა: ზეპირი

 საგამოცდო პროგრამა (ვაჟები)

საგამოცდო პროგრამა (გოგონები)

   მუსიკალური ანბანი-სოლფეჯიო. გამოცდის ფორმა: წერა, ზეპირი

მუსიკალური ანბანის ტესტის ნიმუში

კარნახის ნიმუში

კოლოკვიუმი (მუსიკალური მასალის გამოცნობა)

https://www.youtube.com/watch?v=zFJ0t6hGq8w

https://www.youtube.com/watch?v=LsoiQIS-efo

ტრადიციული სიმღერის ანალიზი

მოსასმენი სიმღერების ჩამონათვალი

მოსასმენი საგალობლების ჩამონათვალი

⇒ ქართული ენა და ლიტერატურა – ერთიანი ეროვნული გამოცდები

⇒ უცხოური ენა (ინგლისური) – ერთიანი ეროვნული გამოცდები

⇒ შემოქმედებითი ტური – ერთიანი ეროვნული გამოცდები

მისაღები მოთხოვნების სანოტო ნიმუშები

.

მისაღები მოთხოვნების აუდიო ნიმუშები

.

გზამკვლევი აბიტურიენტთათვის

.

საბაკალავრო პროგრამა

ქართული ტრადიციული მუსიკა