გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არის უნივერსიტეტის სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის მიზანია
– თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაიცვას და წარმოადგინოს სტუდენტთა უფლებები და კანონიერი ინტერესები როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ
– თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელი შეუწყოს სტუდენტებს უფლებების პრაქტიკულ რეალიზაციაში
– დაეხმაროს სტუდენტებს მაღალკვალიფიციური განათლების მიღებაში, თვითრეალიზებასა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში
– დახმარება გაუწიოს სტუდენტებს სწავლის პერიოდში პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კონკურენტუნარიან პროფესიონალად ჩამოყალიბებაში
– ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და შეძლებისგვარად უზრუნველყოს ამ პროცესში სტუდენტთა მონაწილეობა
– ხელი შეუწყოს სტუდენტებში სამართლებრივი თვითშეგნების დონის და კანონისადმი პატივისცემის ამაღლებას
– შექმნას ოპტიმალური პირობები სტუდენტთა შრომითი მოღვაწეობის, ან სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, გაამრავალფეროვნოს სტუდენტური ცხოვრება
სტუდენტური თვითმმართველობის დებულება

პრეზიდენტი –
მალხაზ ლაზარია
·

ვიცე-პრეზიდენტი –
ვალერი ნარიკაევი
·

მდივანი –
მარიამ გადელია
სტუდენტები დუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში
გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით დუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერს ესტუმრნენ. სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საეკლესიო ღვთისმსახურებაში. აქტივობის ფარგლებში, ასევე მოინახულეს ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები.
ნეკრესის მამათა მონასტერში სტუმრობა
გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით სტუდენტები ნეკრესის მამათა მონასტერს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ საეკლესიო ღვთისმსახურებაში. უნივერსიტეტის ვაჟებმა ნეკრესის მონასტრის ბერებთან ერთად სრული მსახურება გალობით აღასრულეს.
ავთანდილ რევიშვილის ვოკალის მასტერკლასი
გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ვოკალის მასტერკლასი გაიმართა. მასტერკლასს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი ავთანდილ რევიშვილი უძღვებოდა. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა თეორიული ცოდნასთან ერთად მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები ვოკალის ტექნიკის, სუნთქვის მართვის, ხმის სწორად წარმართვისა
სტუმრობა მარტყოფის ღვთაების მონასტერში
გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით სტუდენტები ეწვივნენ მარტყოფის ღვთაების მონასტერს. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა VI საუკუნეში მოღვაწე წმინდა ანტონ მარტყოფელის საფლავი მოინახულეს და პატივი მიაგეს. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საეკლესიო ღვთისმსახურებაში. მათ შეძლეს თეორიული ცოდნის
ღონისძიება – გასული საუკუნის უკანასკნელი ხმები
სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გალობის უნივერსიტეტში ღონისძიება „გასული საუკუნის უკანასკნელი ხმები“ გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მოწვეულნი იყვნენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეთნომუსიკოლოგი მალხაზ ერქვანიძე და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივის ხელმძღვანელი სანდრო ნათაძე. ღონისძიება დაეთმო „მალხაზ ერქვანიძის არქივში“
ვოკალის მასტერკლასი
სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გალობის უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის ვოკალის მასტერკლასი გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა ვოკალის პედაგოგი ზაზა წულუკიძე, რომელმაც მასტერკლასზე ვოკალის თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები ანდრო სიმაშვილის სახლ-მუზეუმში
7 დეკემბერს გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით სტუდენტები სოფელ ართანაში კახური სიმღერის დიდოსტატის - ანდრო სიმაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. ანდრო სიმაშვილი თვითნასწავლი ლოტბარი, ართანული სიმღერების უბადლო მცოდნე და შემსრულებელი იყო. სახელოვან მომღერალს მიღებული აქვს ღირსების ორდენის
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი – ქართული ტრადიციული გალობის ერთ-ერთი კერა
10 ნოემბერს გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ქართული ტრადიციული სამგალობლო სკოლის ერთ-ერთ კერას – გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსს სტუმრობდნენ. XIX საუკუნეში ღვთისმსახურების ქართულ ენაზე აღსრულების აკრძალვამ ქართული სამგალობლო ხელოვნების არსებობა დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა, რის
სტუმრობა ჯვრის მამათა მონასტერში
გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 19 მაისს წალკის სოფელ სამების ჯვრის მამათა მონასტერს უნივერსიტეტის სხვადასხვა კურსის სტუდენტები პედაგოგ მალხაზ ერქვანიძესთან ერთად სტუმრობდნენ. კვირა დღის სადღესასწაულო წირვაზე სტუდენტების მიერ ანტიფონურად შესრულდა სხვადასხვა სამგალობლო სკოლის საგალობლები. წირვის დასრულების








