სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაციისათვის მაგისტრანტობის კანდიდატმა სასწავლებელში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:

მაგისტრატურაში სწავლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი
დოკუმენტები:
ა) განაცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან უმაღლესი
სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის
მინიჭების თაობაზე (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს აღიარების შესახებ
დოკუმენტი);
დ) სსგ-ს საგამოცდო საიდენტიფიკაციო ბარათი (თეორიული მიმართულების
სპეციალობებზე);
ე) 2 ფოტოსურათი 3 X 4-ზე, ასევე მისი ციფრული ვერსია;
ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის
არსებობის შემთხვევაში) (ეს მოთხოვნა არ ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე);
ზ) ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი, თუ
დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი.

სამაგისტრო პროგრამა

ქართული ტრადიციული მუსიკის ლოტბარ-შემსრულებელი

.

მუსიკოლოგია (ქართული ტრადიციული მუსიკა)