გალობის უნივერსიტეტი ორიენტირებულია სტუდენტებთან მუდმივ კომუნიკაციაზე. ჯერ კიდევ სწავლის დაწყებამდე, ადმინისტრაცია აორგანიზებს შეხვედრებს აბიტურიენტებთან სასწავლო პროცესისა და პროგრამის შესახებ პრეზენტაციების გამართვის მიზნით. აპლიკანტები იღებენ კონსულტაციას შიდა გამოცდებთან დაკავშირებითაც. ეს პროცესი გრძელდება სტუდენტთა უმაღლეს სასწავლებელში მიღების შემდეგაც – პირველივე დღეს სტუდენტებისთვის იმართება საორიენტაციო შეხვედრა, სადაც ისინი იღებენ დეტალურ სასწავლო გეგმას, ცხრილებს და ყველა სხვა აუცილებელ ინფორმაციას. გალობის უნივერსიტეტში მოქმედებს კორპორატიული ელ. ფოსტები, რაც სწავლის დროს კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. გარდა ამისა, აკადემიურ პერსონალი კვირაში ერთხელ ატარებს კონსულტაციებს, რომლებიც საჯაროა ყველა სტუდენტისთვის.