გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის დამფუძნებელია სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია – იგივე „საქართველოს საპატრიარქო“ (იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ერეკლე II-ის მოედანი №1, გადასახადის გადამხდელის ნომერი – 204395537), რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებულია ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წლის 14 ოქტომბერს დადებული კონსტიტუციური შეთანხმება);

დამფუძნებელს წარმოადგენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II (სამოქალაქო სახელი – ირაკლი შიოლაშვილი)