∴ ხელოვნებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტი არის სასწავლებლის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს, სამეცნიერო კვლევებს და ქმნის პირობებს წარმატებული სასწავლო, სამეცნიერო და საშემსრულებლო საქმიანობისთვის; ფაკულტეტის მიზანია პრაქტიკული ხასიათის საქმიანობასა და სამეცნიერო კვლევებზე ორიენტირებული უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკის ლოტბარ-შემსრულებლების, საეკლესიო მუსიკათმცოდნეების – ბაკალავრებისა და მაგისტრების მომზადება. ფაკულტეტს ასევე შეუძლია პედაგოგიური კადრების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა; ფაკულტეტის მართვის ორგანო და მმართველი სუბიექტია ფაკულტეტის საბჭო და დეკანი.

იხილეთ ხელოვნებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულება