გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არსებობს უნივერსიტეტის დაარსების დღიდან. წლების განმავლობაში თანდათანობით ხდებოდა ბიბლიოთეკის რესურსის შევსება. დღევანდელ დღეს იგი მოიცავს დაახლოებით 3000-მდე საბიბლიოთეკო ერთეულს, ნოტების, აუდიო მასალის (CD/DVD), სამეცნიერო კრებულების, მონოგრაფიების, სახელმძღვანელოების, ხელნაწერი ნაშრომების და სხვ. სახით.

ბიბლიოთეკაში განთავსებულია სამკითხველო დარბაზი და კომპიუტერული სივრცე, სადაც სტუდენტებსა და პერსონალს აქვთ დამოუკიდებელი მუშაობის საშუალება. გარდა ამისა, ბიბლიოთეკა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, რაც უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისა და შეხვედრების გამართვის შესაძლებლობას.

გალობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლებს უფლება აქვთ, ისარგებლონ ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით სხვა დაწესებულებებში, რომელთა შორისაა: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს საპატრიარქოს ბიბლიოთეკა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.

ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲠᲔᲡᲣᲠᲡᲔᲑᲘ:

RILM Music Encyclopedias

RILM Music Encyclopedias არის მუდმივად მზარდი გლობალური ელექტრონული საცავი. რომელშიც შედის მუსიკალური საცნობარო წიგნები. მოიცავს 60-ზე მეტ გამოცემას 1775 წლიდან დღემდე. საერთო ჯამში მოიცავს 300.000-ზე მეტ  ჩანაწერს.ბაზაზე წვდომა შესაძლებელია როგორც უნივერსიტეტიდან, ისე მის მიღმა, სპეციალური ანგარიშის გამოყენებით. ანგარიშის მონაცემების მისაღებად მიმართეთ გალობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.

ProQuest Ebook Central 

ProQuest Ebook Central არის ციფრული ბიბლიოთეკა სადაც თავმოყრილია 2014 წლიდან დღემდე 435_ზე მეტი აკადემიური გამომცემლობის 100000_ზე მეტი ელექტრონული წიგნი სხვადასხვა მიმართულებისთვის, მათგან უმეტესი ნაწილი არის ხელოვნების მიმართულებით. 2022 წელს ელექტრონული წიგნების კოლექციას ProQuest Ebrary Collecton-ს დაემატა 2000-ზე მეტი მონოგრაფია. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ჩამოტვირთოთ და ამობეჭდოთ როგორც ცალკეული თავები, ასევე სრული ტექსტი. ელექტრონული რესურსები არის ე. წ. DRM free_ რაც ნიშვანს, რომ  ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობიდან.

ხელმისაწვდომია აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის.