როგორც უკვე ვიუწყებოდით, 2014 წლის 25 დეკემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესმა სასწავლებელმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და 5 წლის ვადით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლის სტატუსი.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ სასწავლებლის კოლექტივს და სტუდენტებს ამ მნიშვნელოვან მოვლენას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

გთავაზობთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას.