გალობის უნივერსიტეტს ეწვია ბერძენი ეთნომუსიკოლოგი ალექსანდრა ბალანდინი, რომელიც ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა.
გალობის უნივერსიტეტში სტუმარს უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა თამარ ჩხეიძემ უმასპინძლა. შეხვედრები ასევე გაიმართა უნივერსიტეტის დეკანთან, ასოცირებულ პროფესორ ზურაბ წკრიალაშვილთან და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერ ბაია ჟუჟუნაძესთან.
ქალბატონმა ალექსანდრამ ახლოს გაიცნო გალობის უნივერსიტეტის მუშაობის სპეციფიკა, საგანმანათლებლო პროგრამები და აქტივობები, რომლებიც უნივერსიტეტში სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება. ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა ბერძენ ეთნომუსიკოლოგს ქართული ტრადიციული მუსიკის ნიმუშები წარუდგინეს.