2014 წლის 24 ოქტომბერს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის ბიბლიოთეკაში გამართულ საიუბილეო საღამოში, რომელიც მიეძღვნა საქართველოში საბიბლიოთეკო საქმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პროფესორ ალექსანდრე ლორიას დაბადებიდან 80 წლისთავს. სტუდენტებმა შეასრულეს რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერა და საგალობელი და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.