
27 ნოემბერს, გალობის უნივერსიტეტში ანზორ ერქომაიშვილისთვის ემერიტუსის წოდების მინიჭების ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ფონდ “ქართული გალობის” დამფუძნებელი, ბატონი ვანო ჩხარტიშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ბატონი ბადრი მაისურაძე.