გალობის უნივერსიტეტს 7 ოქტომბერს ჰოლანდიიდან სტუმრად ეწვია ანსამბლი „საქართველო“ (ხელმძღვანელი: ქეთევან წიკლაური).  ანსამბლისათვის უნივერსიტეტის დეკანმა ბატონმა ზურაბ წკრიალაშვილმა სტუდენტებთან ერთად ქართული ხალხური სიმღერის მასტერკლასი ჩაატარა. შეხვედრის ფარგლებში ანსამბლ „საქართველოსა“ და გალობის უნივერსიტეტის გუნდების მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები და საგალობლები შესრულდა.

დიდ მადლობას ვუხდით ანსამბლ „საქართველოსა“ და მის ხელმძღვანელს ქალბატონ ქეთევან წიკლაურს უნივერსიტეტში სტუმრობისათვის და სიხარულით ველოდებით მათ მომავალ სტუმრობას!