15 მარტს, 15:00 საათზე
გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიგა შუბითიძე წარმოგიდგენთ უფასო ვებ-აპლიკაციას, რომელიც ტექსტს ავტომატურად ყოფს მარცვლებად.
აღნიშნული პროგრამა თავსებადია მუსიკალური ნოტაციის პროგრამებთან (მაგ: Finale) . ასევე, მისი გამოყენება შესაძლებელია სასწავლო მიზნით, ქართული ენის შესწავლით დაინტერესებულ უცხოელთათვის. პროგრამას აქვს ქართულ-ლათინური ტრანსლიტერაციის ფუნქცია.
შეხვედრის მეორე ნახევარში მუსიკოლოგიის დოქტორები დავით შუღლიაშვილი და თამარ ჩხეიძე წარადგენენ სამგალობლო ტერმინთა ლექსიკონს.
ლექსიკონის მიზანია სამუსიკო-ჰიმნოგრაფიული ტერმინოლოგიის გამთლიანებული სურათის წარმოჩენა, ტერმინთა მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გაფართოება და ამ გზით, ქართული გალობის პრაქტიკული შესრულების სისწორისათვის და თეორიული-სამეცნიერო შესწავლისთვის (კვლევისთვის) ხელშეწყობა. ლექსიკონის მთავარი დანიშნულებაა მასში შემავალი ტერმინებისა და ცნებების სამგალობლო-მუსიკალური ასპექტით წარმოჩენა, რითაც იგი სასწავლო რესურსის მნიშვნელობასაც იძენს.
ჰიმნოგრაფიული ტერმინების გვერდით, ლექსიკონში შეტანილია პრაქტიკოს მგალობელთათვის საჭირო მუსიკალურ-თეორიული ცნებების განმარტებები. ლექსიკონი აღჭურველია მულტიმედიური სეგმენტით, რაც შესაძლებლობას ქმნის როგორც მგალობელთათვის, ისე გალობის მკვევართათვის სრულფასოვნად იქნას წარმოდგენილი საგალობელთა ნიმუშები, მისი სანოტო, აუდიო, მიდი ფორმატებით.
დასწრება თავისუფალია