
9 ივლისს, 19:00 საათზე,
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში შედგება ჩვენი სასწავლებლის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის „შემოქმედებითი პროექტის – სადიპლომო ნაშრომის“ პროგრამით გათვალისწინებული ღია გამოსაშვები გამოცდა – კონცერტი.
ანზორ ერქომაიშვილის შემოქმედებითი სახელოსნო
მე-4 კურსის სტუდენტები:
ზაზა ბაჩილავა
თორნიკე ბოკუჩავა
გიგა დიასამიძე
ზურაბ ვერძაძე
ავთო თურქია
სეგო ურუშაძე
პედაგოგები: ანზორ ერქომაიშვილი,
ზურაბ წკრიალაშვილი,
გიორგი ხუნაშვილი
გიორგი მანოშვილი
სალოტბარო კლასის ხელმძღვანელი: გიორგი დონაძე