
13 დეკემბერს, გალობის უნივერსიტეტის გუნდმა გერმანიაში, შტუტგარტის სახელმწიფო თეატრში გამართულ ქართული კულტურის კონცერტში მიიღო მონაწილეობა. ქართული კულტურის გრანდიოზული საღამო, ქართველ მუსიკოსთა საზოგადოებამ, ფოლკლორის, ცეკვისა და თანამედროვე ინსტრუმენტულ-ვოკალურ ჟანრთა საუკეთესო სინთეზით წარმოადგინა.
„Folk Meets Blues“
გალობის უნივერსიტეტის გუნდის გარდა კონცერტში მონაწილეობდნენ: ქართული ცეკვის ანსამბლი “ლაზი” (პარიზი), GeoTRAIN (Jazz ensemble) და „The Voice of Germany“-ს გამარჯვებული ნათია თოდუა.