19–21 სექტემბერს გალობის უნივერსიტეტის გუნდმა (ხელმძღვანელები: სერგო ურუშაძე, ანა ლოლაშვილი) იტალიაში, სან პაოლო ალბანესეში გამართულ ფესტივალ Antiche Radici 2025-ზე მიიღო მონაწილეობა. ფესტივალის ფარგლებში გუნდმა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ორი ვორქშოპი და  ქართული ტრადიციული მუსიკის სოლო კონცერტი გამართა.

Antiche Radici საერთაშორისო ფესტივლია, რომელიც ყოველწლიურად იმართება იტალიის პატარა სოფელ სან პაოლო ალბანესეში. ფესტივალი მიზნად ისახავს ტრადიციული კულტურისა და ეთნომუსიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. მასში ერთიანდება როგორც ადგილობრივი კულტურა, ასევე სტუმარი ქვეყნების უნიკალური ტრადიციები.

ფესტივალზე გალობის უნივერსიტეტის გუნდის მონაწილეონა  საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით განხორციელდა.