
გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, ნატალია ყველიაშვილი ქალაქ ბარიში (იტალია) გაემგზავრა, სადაც სამი თვის განმავლობაში ემიგრანტებს ქართულ სიმღერა-გალობასა და მედავითნეობას შეასწავლის.
ინიციატივა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით 2016 წლიდან ხორციელდება.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი “ქართული გალობა”.
მხარდაჭერისათვის მადლობას ვუხდით ბარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარს – არქიმანდრიტ მოსეს (ჭანკვეტაძე), ხოლო გალობის უნივერსიტეტის მაგისტრანტ ნატალია ყველიაშვილს წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას ვუსურვებთ!