გალობის უნივერსიტეტსა და თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს შორის ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის დაცვა-პოპულარიზაციის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას წინანდლის კულტურის სახლმა 14 ივლისს უმასპინძლა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა გალობის უნივერსიტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ ჩხეიძემ, რომელმაც გალობის უნივერსიტეტის მისიისა და მიზნების შესახებ ისაუბრა. კულტურის სახლში უნივერსიტეტის დეკანმა, პროექტების მართვის მენეჯერმა ნინო რაზმაძემ და თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორმა ზაქარია რაზმაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
სამუსიკო სასწავლებლების პედაგოგებისათვის გალობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ალა ჩუტკერაშვილმა მუსიკის თეორიის საკითხებში მასტერკლასი ჩაატარა.